VIDEO: ალბას, მესისა და სუარესის გოლები - მესის საგოლე გადაცემა ქუსლით
17 აგვ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის მორიგ მატჩში ინტერ მაიამი ლოს ანჯელეს გალაქსის დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდის მხრიდან გოლები ჟორდი ალბამ, ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა გაიტანეს.
43-ე წუთზე ანგარიში ესპანელმა მარცხენა მცველმა გახსნა, 84-ე წუთზე თავისი გუნდი წინ არგენტინელმა გაიყვანა (2-1), 89-ე წუთზე კი მესის ქუსლით პასის შემდეგ საბოლოო ანგარიში (3-1) ურუგვაელმა თავდამსხმელმა დააფიქსირა.
ინტერ მაიამის MLS-ში ჩატარებული 24 მატჩის შემდეგ 45 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.
მესის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 19 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.