არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ (AFA) ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ლიონელ სკალონისთან, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, ლეგენდარული სპეციალისტი ჩემპიონებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით, კერძოდ კი 2031 წლამდე უხელმძღვანელებს. სკალონის მოთხოვნით, ოფიციალური დოკუმენტები ტურნირის დასრულების შემდეგ გაფორმდება, რათა გუნდმა მიმდინარე მუნდიალზე კონცენტრაცია არ დაკარგოს.
2018 წლიდან დღემდე სკალონიმ არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი, ორი კოპა ამერიკა და ფინალისიმა მოიგო. პლეი-ოფში, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ, ის ნაკრების სათავეში თავის საიუბილეო, მე-100 მატჩს ჩაატარებს. ამ დრომდე გამართულ 99 შეხვედრაში მის ანგარიშზე 72 მოგება, 18 ფრე და მხოლოდ 9 მარცხია.