საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია Virtus 100 Hall of Fame-ის წევრი გახდება.
აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა გაავრცელა. სპეციალური ცერემონია 6 ნოემბერს, ევროლიგის მატჩის მიმდინარეობისას გაიმართება, სადაც ვირტუს ბოლონია დუბაის უმასპინძლებს.
ქართველი ფორვარდი იტალიურ კლუბში 2022-2025 წლებში ასპარეზობდა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გახლდათ.
ვირტუს ბოლონიასთან ერთად შენგელიამ 2022 წელს ევროთასი მოიგო, ხოლო 2025 წელს იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული და ფინალური სერიის MVP გახდა.
აღსანიშნავია, რომ Virtus 100 Hall of Fame პროექტი კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზნად ისახავს იმ მოთამაშეების დაფასებას, რომლებმაც კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. თორნიკე შენგელია 2026 წლის ზაფხულიდან სწორედ დუბაის ღირსებას იცავს.