• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
,,ახალ არჩევნებს ვნიშნავ" - ფლორენტინო პერესის სრული პრესკონფერენცია
ფეხბურთიფეხბურთი

,,ახალ არჩევნებს ვნიშნავ" - ფლორენტინო პერესის სრული პრესკონფერენცია

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა პრესკოფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებაც გამოაცხადა.


ბოდიშს გიხდით, მაგრამ მინდა განვაცხადო: მე არ ვტოვებ თანამდებობას. მე ახალ არჩევნებს ვაცხადებ.


ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანიები. გარკვეული ადამიანები ამ მძიმე სიტუაციას იყენებენ, რომ პირადად თავს დამესხან, მე დამესხან.


კითხულობენ: „სად არის ფლორენტინო?" ამბობენ, რომ კიბო მაქვს. მე აქ ვარ.


მე დიდი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ვარ. მე მადრიდის რეალის პრეზიდენტი ვარ. სრულად ჯანმრთელი ვარ. რატომ ამბობენ, რომ კიბო მაქვს? საიდან მოვიდა ეს ჭორი? რატომ ამბობენ, რომ ავად ვარ, სუსტი ვარ და დაღლილი? მე დღე და ღამე ვმუშაობ, როგორც ცხოველი.


ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში 76 ტიტული მოვიგეთ. ალბათ ამის შეხსენება მიწევს. დიახ, წელს არაფერი მოგვიგია, მაგრამ ეს არ დაგავიწყდეთ.


მე ვაცხადებ საბჭოს ახალ არჩევნებს და ეს საბჭო, ჩემი ხელმძღვანელობით, ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.


ვინც გვაკრიტიკებს და ამ ჭორებს ავრცელებს ჩემზე, შეუძლია არჩევნებში ჩემ წინააღმდეგ იყაროს კენჭი. ვისაც გამოსვლა უნდა, გამოვიდეს. ზურგს უკან ლაპარაკს შეეშვით. ამბობენ, რომ მადრიდის რეალი ქაოსშია, რომ ყველაფერი ინგრევა, რომ კატასტროფაა - ეს ყველაფერი ტყუილია. ეს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კლუბია.


ნეგრეირას საქმე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალია. ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქმე ჯერაც არ დასრულებულა. ნეგრეირას ეპოქის იგივე მსაჯები ისევ აქტიურები არიან. ისევ მსაჯობენ. ამას არანაირი აზრი არ აქვს.


ბარსელონა ორი ათწლეულის განმავლობაში უხდიდა ნეგრეირას მომსახურებისთვის, და ის მსაჯები უკვე მესამე ათწლეულშიც აქტიურობენ.


Transfermarkt-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა გვყავს.


ეს ორგანიზებული კამპანიაა. მედია-კამპანია მადრიდის რეალის წინააღმდეგ. მედია საშუალება RELEVO შეიქმნა ლა ლიგასთან ერთად და 25 მილიონი ევრო იზარალა. ეს გამოცემა შეიქმნა იმისთვის, რომ რეალი და ფლორენტინო პერესი დაესვარა.


მთელი მსოფლიო გვაღმერთებს. FIFA-სა და UEFA-ს წარმომადგენლებთან ვსაუბრობ და ვერ ხვდებიან, რატომ ექცევა ესპანური მედია ასე.


მე არსად მივდივარ. ვისაც ჩემ წინააღმდეგ გამოსვლა უნდა, გამოვიდეს. ამ არჩევნებს იმიტომ ვაცხადებ, რომ რეალის ინტერესები დავიცვა. ზოგიერთს ჩვენი კლუბის ხელში ჩაგდება უნდა.


როდესაც პირველად მოვედი ამ კლუბში, ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო, რომ ფეხბურთელებისა და თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდაც კი არ შეეძლოთ. ახლა კი კლუბი შესანიშნავ ფინანსურ მდგომარეობაშია - რეკორდული შემოსავლებით და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გუნდით.


არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც კლუბის ხელში ჩაგდება სურთ. პირველი მედია სექტორია, რომელიც ამბობს, რომ ქაოსური კლუბი ვართ. ეს ევროპაში თქვით და სასაცილოდ ჩაგთვლიან, ამდენი ტიტულისა და წარმატების შემდეგ. შემდეგ არიან ულტრასები, რომლებსაც ჩვენ არასდროს დავაბრუნებთ სტადიონზე.


ლა ლიგა ჩვენი მტერია. ყველას ვებრძვი. მზად ვარ ყველას ვებრძოლო.


სუპერლიგის საქმე მოვიგეთ. სწორედ ამიტომ შევძელით UEFA-სთან მოლაპარაკება. რაც გავაკეთეთ, ფეხბურთის საკეთილდღეოდ გავაკეთეთ. იმისთვის, რომ აფრიკაში ბავშვებმა ფეხბურთს უფასოდ უყურონ.


რატომ არის მადრიდის მედია რეალის წინააღმდეგ? რატომ? „წავიკითხე ჭორები, თითქოს კიბო მაქვს.ვიფიქრე: „რა? კიბო მაქვს და არც კი ვიცოდი?“


მეგობრები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, მართლა მაქვს თუ არა კიბო, იმ სტატიების გამო. ეს ნორმალურია? დაღლილს ვგავარ? მე აქ ვარ, რომ ეს კლუბი დავიცვა. რეალი სოციოებს ეკუთვნით და არა ჟურნალისტების ჯგუფს, რომელსაც კლუბი სძულს.


ახალი მწვრთნელი? მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზე არაფერს ვიტყვი. აქ იმისთვის ვარ, რომ რეალი მის ნამდვილ მფლობელებს - სოციოებსს დავუბრუნო და არა ჟურნალისტებს. უნდათ, რომ წავიდე, მაგრამ მე არ მივდივარ.


ფეხბურთზე ვისაუბროთ? არა, ფეხბურთზე არ ვილაპარაკებ. ვისაუბრებ იმაზე, რომ რეალი მის მფლობელებს დავუბრუნოთ. ეს მამაჩემმა მასწავლა - რომ რეალი სოციოებს ეკუთვნით.


ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად დამასახელეს. ამის თქმაც კი მერიდება. ფანები ჩემ გვერდით არიან, ჩემს ბრძოლაში. ლა ლიგის წინააღმდეგ, ბარსელონას წინააღმდეგ, ნეგრეირას წინააღმდეგ - ყველას წინააღმდეგ.


მსოფლიოს გარშემო დავდივარ და ყველგან ვუყვარვარ, როგორც რეალის პრეზიდენტი. შემდეგ სახლში ვბრუნდები და ამდენ სიძულვილს ვხედავ.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აქ ორმა ფეხბურთელმა იჩხუბა. იყო სეზონები, როცა ფეხბურთელები სულ ჩხუბობდნენ.ასეთი რამ ხდება.


რატომ ამბობენ, რომ გავქრი? რატომ უნდა გამოვჩენილიყავი? იმიტომ, რომ 2-3 თამაში წავაგეთ? იმიტომ, რომ ლა ლიგაში მეორე ადგილზე გავედით?


ფეხბურთელების ჩხუბი ცუდი იყო, მაგრამ კიდევ უარესია, რომ ამ ინფორმაციამ გაჟონა. ყოველ წელს გვქონდა ჩხუბები, ზოგჯერ რამდენიმეც, მაგრამ ეს არასოდეს ჟონავდა ვიცით, ვინ გაჟონა ჩხუბის შესახებ ინფორმაცია მედიაში.


ფედე ვალვერდე და ორელიენ ჩუამენი შესანიშნავი ბიჭები და შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, სულ ესაა.


რეალისგან არაფერი მინდა.არ მჭირდება ფული, პოპულარობა, საჯაროობა, ძალაუფლება - არაფერი. მხოლოდ ამ კლუბის ინტერესების დაცვა მინდა. მსაჯებმა ლა ლიგაში 18 ქულა მოგვპარეს.


მტკივა, როცა ფეხბურთელი შეცდომას უშვებს და ამის გამო სტვენას უსმენენ. ყოველთვის მესმის შეძახილები - „ფლორენტინო, გადადექი!“მაგრამ ამას არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას.“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფლორენტინო პერესი
ლა ლიგა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბარსელონა პერესს სასამართლოთი ემუქრება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა პერესს სასამართლოთი ემუქრება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კასილასი პერესის წინააღმდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კასილასი პერესის წინააღმდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე - საბედისწერო ტრანსფერი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე - საბედისწერო ტრანსფერი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არის ენრიკე რიკელმე - კაცი, რომელსაც პერესი არჩევნებში იწვევს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არის ენრიკე რიკელმე - კაცი, რომელსაც პერესი არჩევნებში იწვევს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

ბარსელონა პერესს სასამართლოთი ემუქრება

News image

2 სთ წინ

კასილასი პერესის წინააღმდეგ

News image

2 სთ წინ

მბაპე - საბედისწერო ტრანსფერი?

News image

2 სთ წინ

ვინ არის ენრიკე რიკელმე - კაცი, რომელსაც პერესი არჩევნებში იწვევს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება