მადრიდის რეალის ლეგენდარული მეკარე, იკერ კასილასი, ჟოზე მოურინიოს შესაძლო დაბრუნებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პორტუგალიელი სპეციალისტის მთავარი ლობისტია, კასილიასი თვლის, რომ ეს შეცდომა იქნება.
„მოურინიოსთან პრობლემა არ მაქვს, ის დიდი პროფესიონალია. თუმცა, მისი ხილვა რეალში არ მსურს. ვფიქრობ, სხვა მწვრთნელები უკეთ არიან მომზადებულნი ჩემი ცხოვრების კლუბის სათავეში ჩასადგომად. ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია,“ - დაწერა კასილასმა X-ზე.
პერესი არ გადადგება და არჩევნებს აანონსებს
ფლორენტინო პერესმა გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, უარი თქვა მოურინიოს შესახებ ჭორების დადასტურებაზე, თუმცა სხვა სკანდალური განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადადგომას არ აპირებს:
„არ გადავდგები. პირიქით, საბჭოს ვთხოვე საარჩევნო პროცესის დაწყება, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას. მსურს დავიცვა იდეა, რომ რეალი მის წევრებს ეკუთვნოდეს.“
პერესი პრესკონფერენციისას მედიასაც დაუპირისპირდა და ჟურნალისტები მის შესახებ ცრუ ინფორმაციის, მათ შორის მძიმე დაავადების შესახებ ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულა. მან პირდაპირ მიმართა რამდენიმე გამოცემას და მედიასთან თანამშრომლობის გაწყვეტით დაიმუქრა.
ბარსელონა პერესს სასამართლოთი ემუქრება
პრეზიდენტის ამ ემოციურ და სკანდალურ გამოსვლას იკერ კასილასი მოგვიანებით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა - ლეგენდარულმა მეკარემ პერესის პრესკონფერენციის ამსახველ პოსტზე მხოლოდ ერთი ირონიული სმაილი დატოვა, საინტერესოა, რისი თქმა სურს ამით ესპანელს?
