ფლორენტინო პერესი: „მსაჯებმა 18 ქულა მოგვპარეს, ეს ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სკანდალია“
მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ლა ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, მსაჯებისა და ლიგის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები გააკეთა. მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბმა ელ კლასიკოში მარცხით ტიტული საბოლოოდ დათმო, პერესმა წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.
მოპარული ქულები და ტიტულები
პერესის თქმით, ბარსელონასთან არსებული 14-ქულიანი სხვაობა არა გუნდის ფორმის, არამედ მსაჯების მიკერძოებული გადაწყვეტილებების შედეგია.
რეალის პრეზიდენტობისას ლა ლიგა მხოლოდ შვიდჯერ მოვიგე? 14-ჯერ უნდა მომეგო. დანარჩენი შვიდი ტიტული უბრალოდ მომპარეს. ამ სეზონში მსაჯებმა 18 ქულა წაგვართვეს
,,ახალ არჩევნებს ვნიშნავ" - ფლორენტინო პერესის სრული პრესკონფერენცია
ნეგრეირას საქმე და მოქმედი მსაჯები
მადრიდელთა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება „ნეგრეირას საქმეზე“, რომელსაც მან „ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალი“ უწოდა.
ნეგრეირას ეპოქის მსაჯები ისევ მოქმედნი არიან. ისინი კვლავ მუშაობენ, რაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ბარსელონა ნეგრეირას მომსახურებისთვის ორ ათწლეულზე მეტხანს იხდიდა, ეს მსაჯები კი მესამე დეკადაა მოედანზე არიან
ბარსელონას პასუხი: საქმეში იურისტები ერთვებიან
ფლორენტინო პერესის მწვავე ბრალდებებს ბარსელონამ ოფიციალური განცხადებით უპასუხა. კატალონიურ კლუბში აცხადებენ, რომ რეალის პრეზიდენტის გამოსვლას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
რეალის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მიერ გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი მის განცხადებებსა და ბრალდებებს ყურადღებით სწავლობს. ამჟამად მიმდინარეობს მათი ანალიზი და იმ ნაბიჯების შეფასება, რაც უნდა გადაიდგას. საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება