მადრიდის რეალში მორიგი უტიტულო სეზონის შემდეგ, კილიან მბაპეს ტრანსფერი სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 24 გოლი გაიტანა, კლუბის შიგნით სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: იყო თუ არა მისი მოყვანა სწორი ნაბიჯი?
ტაქტიკური ქაოსი და პერესის „პირადი პროექტი“
ESPN-ის ინფორმაციით, მბაპეს მოსვლამ გუნდში ტაქტიკური დისბალანსი შექმნა. პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ეს „პირადი პროექტი“ ზედმეტ ტვირთად იქცა მწვრთნელებისთვის. კარლო ანჩელოტიმ, ჩაბი ალონსომ და ახლა უკვე ალვარო არბელოამ ვერ შეძლეს ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც მბაპე, ვინისიუსი და ბელინგემი ერთდროულად ეფექტურები იქნებოდნენ.
ჩავარდნა ჩემპიონთა ლიგაზე და კლასიკოს გამოტოვება
განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა მბაპეს გავლენა ევროპულ სარბიელზე. რეალის მაისურით ჩატარებული 25 მატჩიდან გუნდმა 10 წააგო, მათ შორის გამოვარდა არსენალთა და ბაიერნთან. ვითარებას ამძიმებს მისი ტრავმებიც - მბაპემ ვერ შეძლო დახმარებოდა გუნდს მანჩესტერ სიტისთან, ბენფიკასთან და კვირას გამართულ საბედისწერო კლასიკოში, სადაც ბარსელონამ 2:0 მოიგო.
PR კატასტროფა და კითხვის ნიშნები ერთგულებაზე
მბაპეს რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა მისმა ბოლო დასვენებამ სარდინიაზე, მაშინ როცა გუნდი უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადებოდა. გულშემატკივრები მის ერთგულებას ეჭვქვეშ აყენებენ - კლასიკოს დროს მან მხარდამჭერი პოსტი მხოლოდ მაშინ დადო, როცა ბარსა უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდა.
ინტერნეტში გავრცელებული პეტიცია, სახელწოდებით „მბაპე გარეთ“, უკვე 70 მილიონამდე ხელმოწერას აგროვებს. მომდევნო სეზონი ფრანგი ვარსკვლავისთვის გადამწყვეტი იქნება: მან ან უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილი გალაკტიკოა, ან კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ იმედგაცრუებად დარჩება.