• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ახალი ერა ალექსია პუტელიასის კარიერაში
ფეხბურთიფეხბურთი

ახალი ერა ალექსია პუტელიასის კარიერაში

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა, „ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელმა ალექსია პუტელიასმა, მშობლიური „ბარსელონა“, რითიც ოქროს ასოებით შევიდა საფეხბურთო ისტორიაში, მცირე ხნის წინ დატოვა და ლონდონურ ახალბედა კლუბს შეუერთდა. ბრიტანულ მედიასთან ქალმა სუპერვარსკვლავმა ღიად ისაუბრა ყველაფერზე – გეგმებზე, მოლოდინებსა თუ იმის მიზეზებზე, თუ რატომ სჯერა ახალ სეზონში ამბიციურ პროექტად წოდებული London City Lionesses-ის წარმატებისა და დიდი მომავლის.



ლიდერის თვისებებით გამორჩეულ 32 წლის პუტელიასს საკლუბო და სანაკრებო დონეზე 40-ზე მეტი გუნდური ტიტული და 60-მდე ინდივიდუალური ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის – ჩემპიონთა ლიგის ოთხი თასი და მსოფლიო ჩემპიონობა ესპანეთის ნაკრებში. 


პუტელიასი თავის დიად კარიერაში საზღვარგარეთ პირველად ითამაშებს. ამ დროისთვის იგი ადაპტაციისა და ახალი გარემოს შეგუების პროცესშია. სხვათა შორის, ლონდონურ კლუბში ნაცნობი სახეებიც ეყოლება, თანამემამულეები – ხანა ფერნანდესი, მარია პერესი, ლუსია კორალესი და მარია პილარ (მაპი) ლეონი, რომლებიც მის მხარდამხარ თამაშობდნენ კატალონიურ გრანდში. გამოცდილი და ტიტულოვანი მცველი მაპი ლეონი ლონდონურ გუნდში სწორედ პუტელიასთან ერთად მივიდა.


ესპანელი ფეხბურთელის თქმით, მას უკვე ჰქონდა საუბრები „ბლაუგრანაში“ ყოფილ თანაგუდელებთან, ახლა კი პრინციპულ მეტოქე „ჩელსის“ ინგლისელ წევრებთან - კირა უოლშთან და ლიუსი ბრონზთან. 



„მითხრეს, რომ ეს რთული ლიგაა და ფეხებში ბევრი რტყმის ატანა მომიწევს, პრობლემა არაა, საამისოდ მზად ვარ, ან ვცდილობ, რომ მზად ვიყო“, – ღიმილიანად განაცხადა ალექსია პუტელიასმა, რომელმაც წელს „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის რანგში დატოვა და ამჯერად ახალ გამოწვევებს უერთდება ლონდონში.



პუტელიასს სჯერა, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი ყველაფერში დაეხმარება, მოლოდინებს კი რაც შეეხება, რეალურად არ აინტერესებს რაიმე კონკრეტული გეგმის დაწესება.


„მე ამ სპორტში მოლოდინები არ მაქვს, უბრალოდ მინდა, რომ იმ დიდმა სამუშაომ, რაც წინასასეზონო პერიოდში გავწიეთ, თავად თქვას სათქმელი. ჩემი აზრით, მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, უბრალოდ უნდა ვიშრომოთ ბოლომდე და ყველაფერი გავიღოთ მატჩიდან მატჩამდე“, – განმარტა ტიტულოვანმა ესპანელმა.


„ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელისთვის (რომელიც დიდი ალბათობით, წლის ბოლოს მესამესაც მიიღებს) ინგლისში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია საკუთარი თავის გაუმჯობესებაა. ეს კომენტარი ბევრის გაკვირვებას იწვევს, თუ გავითვალისწინებთ მის მსოფლიო დონესა და მიღწევებს. მართლაც, როდესაც ჰკითხეს, ნამდვილად სჯერა თუ არა, რომ უკეთესი შეიძლება გახდეს, პუტელიასის პასუხს მსუბუქი ღიმილი ახლდა თან.


„რა თქმა უნდა, ყოველდღიურად რაღაცების სწავლა მინდა. ეს არის ის, როგორადაც ვუყურებ ამ პროფესიას. უბრალოდ გააგრძელე, არასოდეს გაჩერდე და იყავი იმდენად კარგი, რამდენადაც შეგიძლია“, – დასძინა ფეხბურთელმა.



ახალი სეზონის წინ, „ლონდონ სიტი ლაიონესისმა“ აგრეთვე დაიმატა ინგლისელი ვეტერანი მეკარე, ევროპის ჩემპიონი მერი ერპსი და ფრანგი ფორვარდი კადიდიატუ დიანი, შესაბამისად – „პარი სენ-ჟერმენიდან“ და ლიონის „ოლიმპიკიდან“. 2019 წელს დაარსებულ კლუბში ასევე თამაშობენ ქალთა მსოფლიო ფეხბურთის ისეთი სახელოვანი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: შვედი გუნდის კაპიტანი კოსოვარე ასლანი, იაპონელი საკი კუმაგაი, ჰოლანდიელი დანიელე ვან დე დონკი, ავსტრალიელი ალანა კენედი და ფრანგი შემტევები – დელფინ კასკარინო და გრეის გეიორო.


როგორც ხედავთ, ლონდონელების ამბიციური სურვილი არამხოლოდ ინგლისის ქალთა სუპერლიგის (WSL) მოგება, არამედ ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ადგილის დამკვიდრებაა. კორეული ფესვების მქონე ამერიკელი ბიზნესვუმენის, მიშელ კანგის მფლობელობაში არსებულ „ძუ ლომებს“ ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი სეზონი აქვთ ჩატარებული – სადებიუტი სეზონში კლუბი 12 გუნდს შორის მე-6 პოზიციაზე გავიდა. „ლონდონ სიტის“ აქტივში ქალთა ჩემპიონშიპში მოპოვებული 2024-25 წლების გამარჯვებაა, რაც ახალგაზრდა გუნდის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ტიტულია.



მილიარდერი მიშელ კანგი, რომელიც ასევე ფლობს ფრანგულ „ლიონსა“ და ამერიკულ „ვაშინგტონ სპირიტს“, დიდ მხარდაჭერას უცხადებს თავის ახალ პროექტს საფეხბურთო მწვერვალზე ასასვლელად, რამაც ინგლისის დედაქალაქში ალექსია პუტელიასიც მიიზიდა.



ამჟამად ლონდონურ კლუბს 40 წლის ესპანელი ედერ მაესტრე წვრთნის, რომელმაც თანამდებობა მიმდინარე წლის დასაწყისში, 2 იანვარს დაიკავა. გუნდის სპორტული დირექტორი კი მარკელ სუბისარეტა გახლავთ, რომელიც წარსულში „ბარსელონაში“ მუშაობდა.


პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ბარსელონა
ინგლისი
ქალთა ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბარსას ვარსკვლავი გრანდში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსას ვარსკვლავი გრანდში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სამედიცინო შემოწმება გავლილია - არაუხო პრემიერ ლიგაში ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სამედიცინო შემოწმება გავლილია - არაუხო პრემიერ ლიგაში ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ნომრით ითამაშებს არაუხო ახალ გუნდში? ტრანსფერი დადასტურდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ნომრით ითამაშებს არაუხო ახალ გუნდში? ტრანსფერი დადასტურდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდი სკანდალი ატლეტიკოში - ალვარესის უხეში სიტყვები და კლუბის გამაოცებელი პოზიცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდი სკანდალი ატლეტიკოში - ალვარესის უხეში სიტყვები და კლუბის გამაოცებელი პოზიცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

24 სთ წინ

ბარსას ვარსკვლავი გრანდში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

News image

23 სთ წინ

სამედიცინო შემოწმება გავლილია - არაუხო პრემიერ ლიგაში ითამაშებს

News image

20 სთ წინ

რა ნომრით ითამაშებს არაუხო ახალ გუნდში? ტრანსფერი დადასტურდა

News image

3 სთ წინ

დიდი სკანდალი ატლეტიკოში - ალვარესის უხეში სიტყვები და კლუბის გამაოცებელი პოზიცია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება