• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
დიდი სკანდალი ატლეტიკოში - ალვარესის უხეში სიტყვები და კლუბის გამაოცებელი პოზიცია
ფეხბურთიფეხბურთი

დიდი სკანდალი ატლეტიკოში - ალვარესის უხეში სიტყვები და კლუბის გამაოცებელი პოზიცია

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხულიან ალვარესსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის არსებულმა დაძაბულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.


არგენტინელი თავდამსხმელი კლუბის ბაზაზე დაბრუნდა, თუმცა სიტუაცია მყისიერად სკანდალში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ალვარესმა აღმოაჩინა, რომ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე და კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ადგილზე არ დახვდნენ.

ალვარესი უკიდურესად გაბრაზდა იმით, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ და მწვრთნელმა მასთან დიალოგს თავი აარიდეს. არგენტინელს სურდა პირადად შეხვედროდა სიმეონესა და დირექტორს, რათა ღიად მოეთხოვა ბარსელონაში ტრანსფერის განხორციელება. ამ გადასვლის პირობა, მისი მტკიცებით, კლუბს თებერვლიდან ჰქონდა მიცემული.

მოთმინებადაკარგულმა ფეხბურთელმა ბაზის თანამშრომლებს მკაცრი სიტყვები გადასცა. მან განაცხადა, რომ მისი მოთმინების ფიალა ავსებულია, ბურთს აღარ გააგორებს და მტკიცედ იდგება საკუთარ პოზიციაზე, სანამ კლუბი მას წასვლაზე არ დათანხმდება. მისი თქმით, ჩოლოსა და კლუბის ხელმძღვანელობას მისთვის თვალებში ჩახედვა და პრობლემის მოგვარება მოუწევთ, როგორც კი ოთხშაბათს ვარჯიშები განახლდება.

მიუხედავად ფეხბურთელის ზეწოლისა, ატლეტიკოს პოზიცია სრულიად შეუვალია. კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ბარსელონასთან რაიმე მოლაპარაკებების გამართვას და რომ ალვარესი ვალდებულია კონტრაქტს პატივი სცეს. კლუბმა არგენტინელს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა: „ბოდიში მოიხადე და შეუდექი საქმეს“.

მაგალითად, ატლეტიკო ანტუან გრიზმანის ისტორიას იხსენებს. ფრანგმა ფორვარდმაც დატოვა ერთ დროს კლუბი ბარსელონაში გადასასვლელად, თუმცა შეცდომა აღიარა, დაბრუნდა, ბოდიში მოიხადა, ბევრი გოლი გაიტანა და გულშემატკივრების სიყვარული დაიბრუნა.


კლუბის აზრით, ალვარესმაც თავი უნდა დახაროს და იმ გუნდის საკეთილდღეოდ იშრომოს, რომელთანაც ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ატლეტიკო
ბარსელონა
დიეგო სიმეონე
ლა ლიგა
ხულიან ალვარესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„რატომ გადმოვედი რეალში?", - ბარსელონას აღზრდილი კუკურელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რატომ გადმოვედი რეალში?", - ბარსელონას აღზრდილი კუკურელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ნომრით ითამაშებს არაუხო ახალ გუნდში? ტრანსფერი დადასტურდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ნომრით ითამაშებს არაუხო ახალ გუნდში? ტრანსფერი დადასტურდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოტენჰემს ლიდერები ტოვებენ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოტენჰემს ლიდერები ტოვებენ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი ერა ალექსია პუტელიასის კარიერაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი ერა ალექსია პუტელიასის კარიერაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 სთ წინ

„რატომ გადმოვედი რეალში?", - ბარსელონას აღზრდილი კუკურელია

News image

19 სთ წინ

რა ნომრით ითამაშებს არაუხო ახალ გუნდში? ტრანსფერი დადასტურდა

News image

7 სთ წინ

ტოტენჰემს ლიდერები ტოვებენ?

News image

1 სთ წინ

ახალი ერა ალექსია პუტელიასის კარიერაში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება