დიდი ალბათობით, რაფინია დიასი რეალთან 26 ოქტომბრის მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დაზიანება ოვიედოსთან 25 სექტემბრის მატჩში მიიღო. თავდაპირველად მის დაბრუნებას 3 კვირაში ელოდნენ, თუმცა ეს ვადა ხვალ იწურება და რაფინიას ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვარჯიში არ განუახლებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟირონასთან 18 ოქტომბრის მატჩში ბრაზილიელის მონაწილეობა პრაქტიკულად გამორიცხულია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს რაფინიას დამატებითი მრტ-კვლევა ჩაუტარდა, რომელმაც პოზიტიური დინამიკა დააფიქსირა - თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ფეხბურთელი მომდევნო უიქენდის ელ კლასიკოში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
ის კი არა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი მონაწილეობა 21 ოქტომბერს, ოლიმპიაკოსთან ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც, თუმცა დიდი ალბათობით, ბარსა არ გარისკავს.