ბარსელონა ლამინ იამალის ბოლოდროინდელი ქცევით აღელვებულია.
ამის შესახებ გამოცემა Cadena SER-ის ჟურნალისტი მანუ კარენიო იტყობინება.
„არსებობს ლამინ იამალის ყოველდღიურობასთან დაკავშირებით გარკვეული მღელვარება. ეს არ არის პანიკის საფუძველი, მაგრამ კლუბს არ მოსწონს გარკვეული რაღაცები, რაც ბოლო თვეებში მის გარშემო ხდება.
კერძოდ, კლუბს არ მოსწონს მისი ცხოვრების სტილი და ყოფაქცევა." - აღნიშნა კარენიომ.
ამავე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პსჟ-სთან მატჩის წინა ვარჯიშზე დაგვიანების გამო, ფლიკი იამალის სკამზე დატოვებას განიხილავდა სასჯელის სახით, როგორც ყველა ფეხბურთელთან იქცევა, თუმცა ლამინის გარემოცვამ კლუბზე ზეწოლა მოახდინა და იძულებული გახადა მწვრთნელი, სასტარტოში დაეყენებინა.