რაფინიამ ის მომენტი გაიხსენა, როცა ბარსელონადან წასვლას და საუდის არაბეთში გადასვლაზე ფიქრობდა.
„ფეხბურთს 15 წლის ასაკიდან ვთამაშობ. მქონია როგორც კარგი, ისე რთული პერიოდები ყველგან, ამიტომ დადგა დრო, როცა ვიფიქრე, რომ უნდა მიმეხედა ჩემი თავისა და ოჯახისათვის.
საუდის არაბეთიდან მიღებული შემოთავაზება ნამდვილად მიზიდავდა. ის არამხოლოდ ჩემს პირად ცხოვრებას მოაგვარებდა, არამედ ჩემი მშობლების, შვილის… ბევრი ადამიანის ცხოვრებასაც.
რა თქმა უნდა, ვფიქრობდით ბარსელონადან წასვლაზე. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა წასვლის დრო დამდგარიყო, მაგრამ შემდეგ ფლიკთან ვისაუბრეთ - ჯერ ტელეფონით, შემდეგ კი სეზონის დასაწყისში და მან დამარწმუნა, რომ დავრჩენილიყავი. მიხარია, რომ ასე მოხდა.“ - განაცხადა ბრაზლიელმა.
რაფინია ბარსელონას 2022 წელს ლიდს იუნაიტედიდან შეუერთდა.