• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ახალი სეზონიდან VAR-ი კუთხურებს გადაამოწმებს?
ფეხბურთიფეხბურთი

ახალი სეზონიდან VAR-ი კუთხურებს გადაამოწმებს?

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგა კლუბებთან კონსულტაციებს იწყებს: VAR-ის უფლებამოსილება შესაძლოა გაიზარდოს.


პრემიერ ლიგის კლუბებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მომავალი სეზონიდან VAR-ის ჩართვა კუთხურის დანიშვნის ეპიზოდებში. აღნიშნული ინიციატივა ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭოსგან მოდის.

წესების დამდგენმა ორგანომ ტურნირებს მწვანე შუქი აუნთო და ზაფხულიდან მათ შეეძლებათ კუთხურების გადამოწმება იმ შემთხვევაში, თუ ეს თამაშის ტემპს არ დააგდებს და დიდ პაუზებს არ გამოიწვევს. ცნობილია, რომ ეს სიახლე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად იქნება გამოყენებული, თუმცა პრემიერ ლიგამ შიდა ჩემპიონატისთვის გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

ლიგის დირექტორმა, ტონი სქოულზმა, ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე კლუბებს პოტენციური ცვლილებები გააცნო. ახლა სპეციალური გამოკითხვა ჩატარდება, რათა გუნდების საბოლოო პოზიცია გახდეს ცნობილი.

პარალელურად, უეფა პრემიერ ლიგასთან და სხვა წამყვან ევროპულ დივიზიონებთან შეხვედრას გეგმავს. მიზანი ერთია: VAR-ის ინტერპრეტაციისას ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება.


რობერტო როზეტი: VAR ზედმეტად „მიკროსკოპული“ ხდება


უეფას მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა, რობერტო როზეტიმ, შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ტექნოლოგია პირვანდელ დანიშნულებას აშკარა და უხეშ შეცდომების გამოსწორებას დაშორდა. მისი თქმით, VAR ზედმეტად დეტალებში იქექება.

„მიმაჩნია, რომ სეზონის ბოლოს ამაზე სერიოზული საუბარი დაგვჭირდება. არ შეიძლება VAR-ის ჩარევა ასეთი მიკროსკოპული იყოს. ჩვენ ფეხბურთი ისეთი გვიყვარს, როგორიც არის. ევროპაში მხოლოდ ერთ ტექნიკურ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ.. განსხვავებული ინტერპრეტაციები, მაგალითად, ხელზე თამაშისას, საქმეს მხოლოდ აფუჭებს“, - განაცხადა როზეტიმ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში VAR-ის ჩარევის საშუალო მაჩვენებელი ერთ მატჩში 0.15-ია, რაც საგრძნობლად დაბალია ჩემპიონთა ლიგის მონაცემზე (0.36). შესაბამისად, ინგლისში VAR-ს უფრო იშვიათად, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო სპექტრით გამოიყენონ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჯერარდი ლივერპულში ბრუნდება? კლუბის ლეგენდა მუშაობისთვის მზადაა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯერარდი ლივერპულში ბრუნდება? კლუბის ლეგენდა მუშაობისთვის მზადაა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეუძლებელი არაფერია: მანჩესტერ სიტის 5 ქამბექი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეუძლებელი არაფერია: მანჩესტერ სიტის 5 ქამბექი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კუნიას პირადი თხოვნა კაზემიროს და იუნაიტედის გადაწყვეტილება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კუნიას პირადი თხოვნა კაზემიროს და იუნაიტედის გადაწყვეტილება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სობოსლაი: „თუ ასე გაგრძელდა, კონფერენს ლიგით დაკმაყოფილება მოგვიწევს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სობოსლაი: „თუ ასე გაგრძელდა, კონფერენს ლიგით დაკმაყოფილება მოგვიწევს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 მარ, 2026

ჯერარდი ლივერპულში ბრუნდება? კლუბის ლეგენდა მუშაობისთვის მზადაა

News image

17 მარ, 2026

შეუძლებელი არაფერია: მანჩესტერ სიტის 5 ქამბექი

News image

17 მარ, 2026

კუნიას პირადი თხოვნა კაზემიროს და იუნაიტედის გადაწყვეტილება

News image

16 მარ, 2026

სობოსლაი: „თუ ასე გაგრძელდა, კონფერენს ლიგით დაკმაყოფილება მოგვიწევს"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება