ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, გამოცემა Mundo Deportivo-ს 120 წლის იუბილესთან დაკავშირებულ გალა-კონცერტზე კატალონიურ კლუბში თავისი მუშაობის შესახებ ისაუბრა.
„როდესაც პირველად ვესტუმრე კამპ ნოუს, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ერთ დღეს აუცილებლად ამ გუნდის სათადარიგო სკამზე აღმოვჩნდებოდი. ეს კლუბი ძალიან მიყვარს — ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა.
ბარსელონაში ცხოვრებას ძალიან ვაფასებ. ხალხი ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიმართ დიდ კეთილგანწყობას იჩენს. აქ მუშაობა დაუჯერებელი გამოცდილებაა. მყავს ფანტასტიკური პრეზიდენტი, საუკეთესო ასისტენტები და საოცარი ფეხბურთელები,“ — განაცხადა ფლიკმა.
მწვრთნელმა ასევე ხაზი გაუსვა გუნდის მიზნებსა და მიმდინარე პროგრესს:
„ჩვენ გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო შევქმენით. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ტიტულების მოგება და წარმატების მიღწევა. ახლა ძალიან კარგ ეტაპს გავდივართ.“