ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"ახლა ხომ არ იღიმის და მაინც რა ბედნიერია", - დიდობაში ახდენილი ბავშვობის ოცნება
ფეხბურთიფეხბურთი

"ახლა ხომ არ იღიმის და მაინც რა ბედნიერია", - დიდობაში ახდენილი ბავშვობის ოცნება

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბედისწერის გჯერათ? მე ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ რაღაცები რომ ცხოვრებაში შემთხვევით არ ხდება, ამაში ბოლომდე ვარ დარწმუნებული. სხვანაირად შეუძლებელია ავხსნა ის, რასაც ქვემოთ მოგიყვებით.


2002 წლის მუნდიალი იყო, 8 წლის მე მშობლებთან ერთად ბათუმის ერთ-ერთ უბანში, ადლიაში ვისვენებ. ცხელა. სამხრეთ-კორეაში ზუსტად ამ დროს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის ყურებაშიც გაჰყავს ხალხს ზაფხულის ცხელი დღეები.


23 წელია გასული, მაგრამ დღევანდელი დღესავით მახსოვს კადრი - შევდივარ ოთახში, ტელევიზორს ვუყურებ და მსხვილ კადრში ვხედავ უცნაური ვარცხნილობის მქონე ფეხბურთელს. შორი კადრი რომ ყოფილიყო, ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი, თავისუფლად შეიძლებოდა რომ ყურადღება საერთოდ არ მიმექცია და ყველაფერი სხვაგვარად განვითარებულიყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა კადრში რონალდო დავინახე და ტელევიზორთან დაჯდომის სურვილიც სწორედ მისმა ვარცხნილობამ გამიჩინა. ის მატჩი თურქეთს ბრაზილიამ რონალდოს და რივალდოს გოლებით მოიგო, მე კი ფეხბურთის ინტერესი გამიჩინა. როგორც აღმოჩნდა, სამუდამოდ.



უკვე რამდენიმე კვირაში, თბილისში დაბრუნებული მე გერმანიასთან ფინალს ბრაზილიის ერთგული ქომაგის სტატუსით ველოდი და იმედიც არ გამცრუვებია.


ალბათ გაინტერესებთ, ზემოთ ბედისწერა რატომ ვახსენე? იმიტომ, რომ იმავე ზაფხულის მიწურულს, ეს უცნაური ვარცხნილობის მქონე კაცი მადრიდის რეალში გადავიდა. სწორედ აქ გადაიკვეთა ჩემი და რეალის გზა. გზა, რომელმაც უამრავი ბედნიერი წუთი და ბევრი წარუმატებლობა დამანახა, განსაკუთრებით სკოლის წლებში, როცა პეპის ბარსას პრაიმის ატანა მიწევდა და მორიგი კლასიკოს შემდეგ, დილას სკოლაში წასვლა არ მინდოდა.


ცხადია, რეალის წარმატებასა და წარუმატებლობებზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხართ აქ. იმის თქმა მინდა, რომ რეალმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი იმაშიც შეასრულა, რომ სწორი ადამიანები გამაცნო, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ და რომელთა გარეშეც ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. გავბედავ და იმასაც გეტყვით, რომ რეალის დამსახურებაცაა, ახლა რომ ვზივარ და თქვენთვის ამ ტექსტს ვკრეფ...


რეალთან ერთად გამოვლილი უამრავი ბედნიერი წუთის, ნაჩუქარი სიხარულის, დაღვრილი ცრემლისა და სხვა ემოციების მიუხედავად, ერთი რაღაც რჩებოდა, რაც ჩემთვის 31 წლის ასაკშიც კი აუსრულებელი ნატვრა იყო - სანტიაგო ბერნაბეუს ნახვა და მთელ სტადიონთან ერთად რეალის ლეგენდარული ჰიმნის შესრულება.


მართალი გითხრათ, ჯერ კიდეც სექტემბრის პირველ რიცხვებში წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ერთ თვეში ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ნატვრა ამიხდებოდა და სანტიაგო ბერნაბეუზე, თვალებთან მომდგარი ცრემლებით ვიმღერებდი ბოლო ხმაზე hala madrid y nada mas-ს.


ეს ყველაფერი კი ჩემი სამსახურის დამსახურებაა - საიტის, რომელზეც ახლა ამ ბლოგს კითხულობთ. არ მომერიდება თქმა, რომ adjarabet arena-მ უდიდესი ოცნება ამიხდინა.


რეალისადმი სიყვარულის დანერგვას ვცდილობ ჩემი 5 წლის გოგონასთვისაც. მართალია, ჯერ ფეხბურთი კარგად არ იცის, თუმცა ცალკეული გმირები გავაცანი, ფორმაც ვუყიდე და ბერნაბეუდან ბელინგემის სათამაშოც დამაბარა. ის კი არა, ბერნაბეუზე მის გარეშე რომ მომიწია პირველად წასვლა, მაგ ფაქტთან შეგუებაც გაუჭირდა თავიდან.


ალბათ ვერასდროს დავივიწყებ ბერნაბეუს პირველი მონაკვეთის დანახვის ემოციებს - მეგობარმა რომ მითხრა მგონი გამოჩნდაო, ფეხები ამიკანკალდა, გული ამიჩქარდა და თვალებს ვერ ვუჯერებდი - რასაც ამდენი წელია ტელევიზორში ვუყურებ, რასაც ამდენი წელია ვნატრობ, აქ არის, ჩემს წინ, ჩემს თვალებთან. აქ დავდივარ და ბერნაბეუს ვუყურებ - ვინმეს შეიძლება ზედმეტად ხელოვნური მოგეჩვენოთ, მაგრამ მართლა ეგრეა - თბილისში ჩამოსულსაც კი მიჭირს დაჯერება, რომ მართლა მადრიდში ვიყავი, იმდენად მისტიური და მიუღწეველი მეჩვენებოდა ეს ადგილი. დაუჯერებლად ჟღერდა და ბოლომდე არც მჯეროდა, რომ მადრიდში ჩემი ჩასვლა შესაძლებელი იყო.


ჩემს მეუღლეს ფეხბურთი არ უყვარს. არც არასდროს უყვარდა და უშუალოდ სპორტის სიყვარული ვერც მე დავუნერგე, მიუხედავად იმისა, რომ უკლებლივ ყველაფერში იდეალურად ვეწყობით ერთმანეთს... და მიუხედავად იმისა, რომ არც სპორტი და არც ცალკეულად რეალი მისთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, პირველ კადრებზე, როცა ბერნაბეუ დავინახე და ვიდეო გავუგზავნე, თავადაც აღელდა და მწერდა, შენი გულისცემა თბილისში მესმისო. ვინც მიცნობს ყველამ იცის, რამდენს ნიშნავდა ჩემთვის იქ ყოფნა.


თამაშის შედეგი არ მაღელვებდა, იმდენად დიდ ბედნიერებას ვიღებდი ბერნაბეუზე ყოფნით - უამრავი ლეგენდარული ფეხბურთელის, უამრავი ლეგენდარული მომენტის მნახველ სტადიონზე.



მოვიდა მატჩის დრო და კიდევ ერთი ოცნება ამიხდა - გადავსებულ ბერნაბეუსთან ერთად ჰიმნი ვიმღერე. სიმღერის ნიჭი დიდად არასდროს მქონია, მაგრამ იმ მომენტში ეს დიდად არც მაინტერესებდა. სიხარულისგან ვერ ვტირი, მაგრამ რომ იცოდეთ, რას ნიშნავს ბერნაბეუზე ყოფნა რეალის ფანებისთვის, იმას გეტყვით, რომ ჩემი ძმაკაცი, რომელიც ამ თამაშზე მახლდა - მეხუთედ იყო ბერნაბეუზე, თუმცა ცრემლები ვერც ამჯერად შეიკავა ჰიმნის დროს.


პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ კი ვიფიქრე, მგონი აქ გოლს ვერ ვნახავ თქო, მაგრამ ეს ჩემი მორიგი "ოვერსინქერობა" აღმოჩნდა - ვინისიუსმა მეორე ნახევრის პირველივე წუთზე შეძლო ანგარიშის გახსნა და ბერნაბეუს გამომცხადებლის (კი, ეგ კაციც მიყვარს) ლეგენდარული ხმაც გავიგონე - გოლლლლლლლ დელ რრრრრრეეალ მადრიიიიიდ".


ყველაფერი ვნახე. ჰიმნიც ვიმღერე, გოლის გამომცხადებლის ხმაც სამჯერ მოვისმინე და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის, კილიან მბაპეს გოლის უნახავადაც არ მომიწია ბერნაბეუს დატოვება.


ასევე ვნახე ჩემი ყველაზე საყვარელი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ულამაზესი გოლი ჩემი საყვარელი გუნდის კარში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეალის კარში გასული გოლი ჩემი 23-წლიანი ქომაგობის პერიოდში ასე არასდროს არ გამხარებია. ულამაზესი დარტმით აღებული ტიბო კურტუას კარი.


გამიკვირდა და მეწყინა, რომ მწვრთნელმა ჟორჟი თავიდან თადარიგში დატოვა, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე შემოსვლისთანავე მიქამ ისეთი მატჩი ჩაატარა, როგორსაც ნებისმიერი ტოპ ფორვარდი მოაწერდა ხელს.



მიქაუტაძე აქამდეც ძალიან მიყვარდა, მაგრამ მას მერე, რაც ვილიარეალში გადასვლით ჩემი ბერნაბეუზე ჩასვლა დააჩქარა და იქაც გოლი მაჩუქა, ქართველებში ყველა დროის პირველ ადგილზეც დავაყენებ, პირადად ჩემს სიაში.


უღრმესი მადლიერი ვარ ჩემი სამსახურის, რომელმაც დაუვიწყარი დღეები მაჩუქა ჩემი ოცნების ქალაქში.


კიდევ უამრავის წერა შემიძლია ბერნაბეუსა და მადრიდში მოგზაურობაზე, მაგრამ სიტყვა ისედაც გამიგრძელდა და თავს აღარ შეგაწყენთ. წავედი, ჩემი ბავშვი უნდა შემოვირიგო, რომ მბაპე და ბელინგემი პირველად მის გარეშე ვნახე.


მადლობა, ვინც აქამდე წაიკითხეთ. ყველას გისურვებთ თქვენი ცხოვრების უდიდესი ოცნებების ასრულებას...


... ა ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ჩემი ამ მოგზაურობის დახასიათება იდეალურად მოახერხა ზემოთხსემებულმა ძმაკაცმა, რომელიც მადრიდში ფოტოს მიღებდა და ასეთი რაღაც თქვა:


"აუ ტიპი რა ბედნიერია. აი ახლა ხო არ იღიმის და მაინც რა ბედნიერი სახე აქვს."

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილის ბლოგი
რეალი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მბაპე: "რეალს ბენზემა, კრიშტიანუ და ბეილი ჰყავდა, სკამზე ყოფნა არ მინდოდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე: "რეალს ბენზემა, კრიშტიანუ და ბეილი ჰყავდა, სკამზე ყოფნა არ მინდოდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"6-ჯერ მაინც მექნება ნანახი, სრულყოფილებაა" - ზიდანმა საყვარელი მატჩი დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"6-ჯერ მაინც მექნება ნანახი, სრულყოფილებაა" - ზიდანმა საყვარელი მატჩი დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე: "განსხვავება ალონსოსა და ანჩელოტის შორის?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე: "განსხვავება ალონსოსა და ანჩელოტის შორის?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე და მასტანტუონო სანაკრებო შეკრებიდან მადრიდში ნაადრევად ბრუნდებიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე და მასტანტუონო სანაკრებო შეკრებიდან მადრიდში ნაადრევად ბრუნდებიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 ოქტ, 2025

მბაპე: "რეალს ბენზემა, კრიშტიანუ და ბეილი ჰყავდა, სკამზე ყოფნა არ მინდოდა"

News image

37 წთ წინ

"6-ჯერ მაინც მექნება ნანახი, სრულყოფილებაა" - ზიდანმა საყვარელი მატჩი დაასახელა

News image

13 ოქტ, 2025

მბაპე: "განსხვავება ალონსოსა და ანჩელოტის შორის?"

News image

11 ოქტ, 2025

მბაპე და მასტანტუონო სანაკრებო შეკრებიდან მადრიდში ნაადრევად ბრუნდებიან