• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ახსნა: რატომ არ დაინიშნა პენალტი პსჟ-ს კარში
ფეხბურთიფეხბურთი

ახსნა: რატომ არ დაინიშნა პენალტი პსჟ-ს კარში

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რატომ არ დაინიშნა პენალტი პსჟ-ს კარში? ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ნაკლებად ცნობილმა წესმა პარიზელები იხსნა.


მიუნხენის ბაიერნი და ჰარი კეინი განრისხებულები დარჩნენ მას შემდეგ, რაც პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში სადავო ეპიზოდის გამო პენალტი არ დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ალიანც არენაზე მასპინძლები თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ, მსაჯის გადაწყვეტილება ფეხბურთის წესების კონკრეტულ პუნქტს ეფუძნებოდა. ტექნიკურმა დეტალმა, რომელიც თანაგუნდელისგან ბურთის ასხლეტას ეხება, სტუმრები გადაარჩინა.


ქაოსი ალიანც არენაზე


ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის დამახასიათებელმა დაძაბულობამ მიუნხენში პიკს მიაღწია. ვინსენტ კომპანის გუნდი სულ რაღაც რამდენიმე წუთში მსაჯის ორი საკამათო გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა. ბაიერნს, რომელსაც ისედაც რთული მისია ჰქონდა პირველ მატჩში მიღებული მარცხის (4:5) შემდეგ, საქმე კიდევ უფრო გაურთულდა, როცა უსმან დემბელემ შეხვედრის დაწყებიდან 141-ე წამზე გაიტანა და პარიზელთა უპირატესობა ჯამურ ანგარიშში კიდევ უფრო გაზარდა.

თუმცა, ნამდვილი დრამა პირველი ტაიმის ნახევარზე დაიწყო. ნუნუ მენდეშმა, როგორც ჩანდა, ხელით ითამაშა და ბაიერნის პერსპექტიული შეტევა შეაჩერა. პორტუგალიელ მცველს უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი, თუმცა ის მეორე გაფრთხილებასა და მოედნიდან გაძევებას გადაურჩა, მსაჯმა ჯარიმა სტუმრების სასარგებლოდ დანიშნა. როგორც გაირკვა, გვერდითმა არბიტრმა მანამდე კონრად ლაიმერის მხრიდან თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა, თუმცა განმეორებითმა კადრებმა აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ საეჭვო იყო.


ჟოაუ ნევეშის ხელით თამაშის კონტროვერსია


სტადიონზე უკმაყოფილება კიდევ უფრო გამწვავდა პსჟ-ს საჯარიმოში მომხდარი მორიგი ქაოსური ეპიზოდის შემდეგ. ბურთის მოგერიების მცდელობისას, ვიტინიამ ბურთი პირდაპირ თავის თანაგუნდელს, ჟოაუ ნევეშს მოარტყა. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ბურთი ნახევარმცველის გაშლილ ხელს ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი განზრახი არ ყოფილა, ნევეშს ხელი მაღლა, არაბუნებრივ მდგომარეობაში ჰქონდა აწეული, რამაც ბაიერნის ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის მძაფრი პროტესტი გამოიწვია.

ეპიზოდის სერიოზულობისა და აშკარა კონტაქტის მიუხედავად, VAR-ის ოთახმა ხანმოკლე გადამოწმების შემდეგ ჩარევა არ ისურვა. ამ გადაწყვეტილებამ კეინი და მისი გუნდელები გააცეცხლა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში უეფას ტურნირებზე ხელით თამაშისთვის არაერთი მსგავსი პენალტი დაინიშნა.


რას ამბობს წესები: რატომ არ დაინიშნა პენალტი?


პენალტი არ დაინიშნა იმიტომ, რომ ინციდენტი ვიტინიას მიერ ბურთის კონტროლირებადი მოგერიებით დაიწყო, რის შემდეგაც ბურთი ნევეშს მოხვდა, რომელიც ინსტინქტურად თავის დაცვას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელი ბუნებრივ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, ასეთი კონტაქტი დასასჯელ დარღვევად არ მიიჩნევა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია ფეხბურთის ოფიციალურ წესებთან, რომლის მიხედვითაც:

„ხელით თამაში არ ფიქსირდება, თუ ბურთი მოთამაშის ხელზე ხვდება უშუალოდ თანაგუნდელის მიერ დარტყმის შემდეგ, იმ პირობით, თუ ბურთი პირდაპირ მეტოქის კარში არ ვარდება ან არ ქმნის გოლის გატანის დაუყოვნებლივ შესაძლებლობას.“


ალან შირერი მსაჯების „უმეცრებას“ აკრიტიკებს


ხელით თამაშის წესის არაერთგვაროვანმა ინტერპრეტაციამ ექსპერტებისა და ყოფილი ფეხბურთელების დიდი კრიტიკა გამოიწვია. ლეგენდარული ინგლისელი ფორვარდი, ალან შირერი, სოციალურ ქსელში საკმაოდ ხისტად გამოეხმაურა შექმნილ ვითარებას.

შირერმა "X"-ზე დაწერა: „ხელით თამაშის წესი ისეა არეული, რომ ეს უკვე სიგიჟეა. უბრალოდ ყველაფერი გააფუჭეს. საკუთარ თავებს წინააღმდეგობებში გაეხვნენ. #უმეცრები.“

მისი კომენტარი ზუსტად ასახავდა იმ განწყობას, რაც მოედანზე სუფევდა. ტაიმის დასრულების შემდეგ ჰარი კეინი მსაჯს გასასვლელამდე მიჰყვებოდა და ჟესტიკულაციით უხსნიდა, თუ რა პოზიციაში ჰქონდა ნევეშს ხელი, თუმცა ამაოდ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
ჰარი კეინი
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ზედიზედ მეორედ - კვარას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ზედიზედ მეორედ - კვარას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არც კვარა, არც დემბელე - ვინ გახდა მატჩის MVP

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არც კვარა, არც დემბელე - ვინ გახდა მატჩის MVP
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"შეტევაში მკვლელის ინსტინქტი არ გვქონდა" - ნოიერმა მატჩი შეაფასა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"შეტევაში მკვლელის ინსტინქტი არ გვქონდა" - ნოიერმა მატჩი შეაფასა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ვიცით, რომ არსენალის წინააღმდეგ რთული იქნება" - ხვიჩას კომენტარი მატჩის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ვიცით, რომ არსენალის წინააღმდეგ რთული იქნება" - ხვიჩას კომენტარი მატჩის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 სთ წინ

VIDEO: ზედიზედ მეორედ - კვარას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

News image

9 სთ წინ

არც კვარა, არც დემბელე - ვინ გახდა მატჩის MVP

News image

9 სთ წინ

"შეტევაში მკვლელის ინსტინქტი არ გვქონდა" - ნოიერმა მატჩი შეაფასა

News image

9 სთ წინ

"ვიცით, რომ არსენალის წინააღმდეგ რთული იქნება" - ხვიჩას კომენტარი მატჩის შემდეგ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება