ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალ ჰილალი დარვინ ნუნიესის დამატებას უახლოვდება.
საუდის არაბეთის კლუბმა ლივერპულთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.
კლუბებს შორის ყველაფერი გარკვეულია, ალ ჰილალი კი მოლაპარაკებებს დარვინთან პირად დეტალებზე აწარმოებს.
გადაწყვეტილება თავად ნუნიესზეა, მისი დამატება სიმონე ინძაგის პირადად სურს.
26 წლის ურუგვაელი შემტევი ლივერპულს 2022 წელს ბენფიკადან შეუერთდა და მერსისაიდულ გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა და ქომუნითი შილდი მოიგო.