ალჯამეინ სტერლინგმა ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას მოახლოვებულ ბრძოლაზე ისაუბრა.
მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ქართველ და ბრაზილიელ მებრძოლებს შორის გათამაშდება.
„ოლივეირა თითქმის ყველა ბრძოლაში ეცემა, ილია კი მეტოქეებს ამტვრევს. თუ ჩარლზსაც ისე მოარტყამს, როგორც ეს სხვა დანარჩენებთან გააკეთა, ბრაზილიელს ცუდი საღამო ელის." - აღნიშნა სუპერმსუბუქი წონის ექს-ჩემპიონმა.
მახაჩევის მიერ ბრძოლის გათავისუფლების შემდეგ, ვაკანტური ქამრისთვის ოლივეირა და თოფურია ერთმანეთს 29 ივნისს დაუპირისპირდებიან.