ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევზე ვრცლად ისაუბრა.
„ის ყველაზე დიდი ფარისეველია, რომელიც ოდესმე მინახავს. ჯერ ჩემზე ამბობდა, რომ დაიღალა პატარა ბიჭებისთვის შანსის მიცემით, ახლა კი თავად არის პატარა ბიჭი, რომელიც ზედა დივიზიონში ავიდა და ცდილობს, ახალი შესაძლებლობები გამოიყენოს. ისევე, როგორც მე.
როგორ შეიძლება ჩემი გადაწყვეტილებები აკრიტიკო, როცა ახლა ზუსტად იგივეს აკეთებ? ამაზე დიდი ფარისევლობა ცხოვრებაში არ მინახავს.
- მისმა მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა თქვა, რომ შენ ისლამს მადლობა უნდა გადაუხადო, რადგან ქამარი ვაკანტური გახადა.
„ალიმ მე უნდა მითხრას მადლობა, რომ მისი ვარსკვლავი არ ვცემე. დღეს რომ მათ კიდევ აქვთ შემორჩენილი რაიმე ფასი და ღირებულება, ეს ჩემი დამსახურებაა.
ამ ბრძოლის ხილვა ყველას უნდოდა, მე მზად ვიყავი, ყველაფერს ვდებდი ამ ბრძოლისთვის მზადებაში, ისინი კი გაიქცნენ.
თავიდანვე, მათ არასდროს არ უთქვამთ თანხმობა ბრძოლაზე.
- ალის განცხადებებს რომ დავუბრუნდეთ, რას იტყვით იმაზე, რომ მისი თქმით, ყველაფერი შეთანხმებული იყო - ერთადერთი, ბელალს უნდა მოეგო თავისი ბრძოლა იმისთვის, რომ თქვენს შორის ჩხუბი შემდგარიყო?
ისინი იტყუებიან, მატყუარები არიან. ეს სრული სიცრუეა, მსგავსი რამ არ ყოფილა. თუმცა, ჩემთვის გასაგებია ალის ქმედებები, მისი მოვალეობაც ეს არის - თავისი კლიენტის გასვრილი უნდა მოწმინდოს.
აპირებთ ისლამის დევნას ზედა წონაშიც, რომ როგორც თქვით, თქვენგან გაქცევა ვეღარ შეძლოს?
რატომ უნდა ვსდიო? თუ ვინმე გარბის, მისი ბულინგი საჭირო არ არის. თუ გარბის, უნდა ვაცადოთ გაქცევა. მეც არ მინდა ისეთ ხალხთან ოქტაგონზე გასვლა, ვისაც ჩემთან ჩხუბი არ სურს.