ილია თოფურიაამ მის მომდევნო მეტოქე ჩარლზ ოლივეირაზე ისაუბრა.
"პირველ რიგში, მინდა ჩარლზს მადლობა გადავუხადო გამოწვევის მიღებისთვის. ეს ისლამს არ გაუკეთებია და მან ისლამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. გულწრფელად, ჩარლზის გამო ვწუხვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ჩემი საქმეა." - განაცხადა თოფურიამ.
"ჩარლზ ოლივეირას ყველაზე მეტი საბმიშენი აქვს UFC-ში და შენ თქვი, რომ მახაჩევს მოუგებდი საბმიშენით. ოლივეირასთანაც ამ მეთოდით მოიგებ?" - ჰკითხა ჟურნალისტმა ილიას.
"არ ვიცი. ოლივეირას შემთხვევაში სიმართლე ის არის, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მინდა მისი დამარცხება, რადგან მე ის ძალიან მომწონს." - უპასუხა მატადორმა.
თოფურია და ოლივეირა ერთმანეთს UFC 317-ზე, 29 ივნისს დაუპირისპირდებიან. სასწორზე მსუბუქი დივიზონის ვაკანტური ქამარი დევს.
თოფურია: "მახაჩევი და მისი აგენტი მატყუარები არიან, მის დევნას არ ვაპირებ, თუ გაქცევა უნდა - გაიქცეს"