შეგიძლია ჩამოთვალო, რამდენ ადამიანს გამოსვლია სპორტის ისტორიის შეცვლა? Ჩამოთვლი, მაგრამ ძალიან ცოტას. და თუ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი ქალი უნდა იყოს, შენი სია ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი გახდება. დღეს იმ ლეგენდარულ გოგოზე მოგიყვები, რომელიც UFC ისტორიაში პირველი ქალი მებრძოლი გახდა და ექვსჯერ მოახერხა საჩემპიონო ქამრის დაცვა.
Რონდა ჯინ როუზი, 1987 წლის 1 თებერვალს დაიბადა კალიფორნიაში, ანმარია დე მარსის (AnnMaria De Mars) ოჯახში - ეს ის პირველი ამერიკელი ქალია, რომელმაც ჯუდოში, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ოქრო მოუტანა თავის ქვეყანას 1984 წელს.
დედის გავლენით, 11 წლის ასაკიდან, რონდაც აქტიურად ჩაება სპორტში და 2004 წელს გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჯუდოკა, რომელმაც ოლიმპიური კვალიფიკაცია გაიარა (17 წლის). 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლო ჯუდოში.
ამ გამარჯვების შემდეგ, Რონდამ ჯუდოკას კარიერა დაასრულა და 21 წლის ასაკში ახალი თავგადასავლების საძიებლად, ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად.

ბარებსა და კაფეებში მიმტანად მუშაობის პარალელურად, რონდა ვარჯიშს აგრძელებს MMA-ის აკადემიაში და 2010 წლის 6 აგვისტოს მისი დებიუტიც შედგა სამოყვარულო ლიგაში, სადაც ზუსტად 26 წამი დასჭირდა პირველი გამარჯვების მისათვლელად. Საერთო ჯამში, პროფესიონალური კარიერის დაწყებამდე, სამი ბრძოლა ჩაატარა და ყველა მათგანს პირველივე რაუნდში დაუსვა წერტილი.
MMA პროფესიონალური დებიუტი რონდას 2011 წლის 27 მარტს ჰქონდა King of the Cage: Turning Point-ზე, საკმაოდ გამოცდილი მებრძოლის, ედიან გომესის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც წინა შემთხვევებში, ეს ბრძოლაც მოკლე გამოდგა და როუზიმ 25 წამში საბმიშენით მოიპოვა პირველი პროფესიონალური გამარჯვება.
ამის შემდეგ დაიწყო მისი თავბრუდამხვევი გამარჯვებების სერია როგორც King of the Cage -ის, ასევე Strikeforce-ს ოქტაგონებზე და ზუსტად ერთ წელიწადში, 2012 წლის მარტში, რონდა როუზი ხდება Strikeforce სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი.
ტიტულის მოპოვების შემდეგ, როუზი ყურადღების ცენტრში ექცევა და ერთ ერთ ინტერვიუში, UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი ამბობს ისტორიულ ფრაზას: “თუ კი უახლოეს 10 წელიწადში, (UFC) ოქტაგონზე ქალმა უნდა იბრძოლოს, ეს ალბათ რონდა როუზია”.
Პრეზიდენტის სიტყვებს უკვალოდ არ ჩაუვლია და 2012 წლის ნოემბერში, UFC-მ ოფიციალურად დააანონსა, რომ რონდა როუზი პირველი ქალი მებრძოლი იქნებოდა ორგანიზაციის ისტორიაში. UFC on Fox: Henderson vs. Diaz ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე, დენა უაითმა მსოფლიოს ამცნო, რომ რონდა პირველი ქალი ჩემპიონია სუპერმსუბუქ წონაში.

ისტორიული ქამრის პირველი დაცვა, როუზის UFC 157-ზე მოუწია ლიზ კარმუჩის წინააღმდეგ. Პირველი რაუნდის დასასრულს, ჩემპიონმა საბმიშენით გამარჯვება მიითვალა. Საერთო ჯამში კი ტიტულის დაცვა რონდამ 6-ჯერ შეძლო და რამდენიმე რეკორდიც დაამყარა:
ყველაზე სწრაფი საბმიშენი საჩემპიონო ბრძოლაში - 14 წამი (ქეთ ზინგანო)
ყველაზე სწრაფი საბმიშენი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში - 14 წამი (ქეთ ზინგანო)
ყველაზე სწრაფი KO ქალთა საჩემპიონო ბრძოლაში - 16 წამი (ალექსის დევისი)
ყველაზე მეტი საბმიშენი ქალთა საჩემპიონო ბრძოლაში
ყველაზე მეტი გამარჯვება ხელის მტკივნეულით (Armbar Finish) UFC/WEC/Pride/Strikeforce-ს ისტორიაში - (9)
2015 წლის 15 ნოემბერს, UFC 193-ის მთავარ ბრძოლაში, ტიტულის მეშვიდედ დასაცავად, რონდამ ოქტაგონზე ჰოლი ჰოლმთან საბძოლველად შეაბიჯა. Მიუხედავად როუზის მოტივაციის, სპორტული გამოცდილებისა და აშკარა ფავორიტობისა, ანდერდოგმა მეორე რაუდში ფეხით უძლიერესი დარტყმა მიაყენა და ჩემპიონი ოქტაგონზე დააგდო. Შემდეგ კი რამდენიმე წამი დასჭირდა საქმის ბოლომდე მისაყვანად. Რონდა როუზი დამარცხდა.
Როგორც არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, სწორედ ეს მომენტი იყო მისი კარიერის დასასრულის დასაწყისი. Მწვერვალიდან ვარდნა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა - “თავის მოკვლაზე ვფიქრობდი” ეტყვის მოგვიანებით როუზი ჟურნალისტებს. Შემდეგ იყო დროებითი სამედიცინო დისკვალიფიკაცია ტრავმების გამო, ფსიქოლოგიური პრობლემები და ბრძოლა საკუთარ თავთან.
ამ ყველაფერმა საუკუნო დაღი დაასვა მის კარიერას UFC-ში და 2016 წელს, ჩემპიონ ამანდა ნუნეშთან მარცხის შემდეგ, რონდა საბოლოოდ დაემშვიდობა MMA-ს.

რეაბილიტაციის შემდეგ, რონდა WWE-ში გადავიდა და არაერთი საოცარი შოუ შესთავაზა გულშემატკივარს. კინოშიც მოსინჯა საკუთარი ძალები და მისი ნახვა შეგიძლია ფილმებში შეუჩერებელნი, ფორსაჟი 7, ჩარლის ანგელოზები და ა.შ...
თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა, სხვა ამბებია და ოდესმე ცალკე უნდა მოვყვე.
აქ კი, კეთილი დასასრული რომ გამოგვივიდეს, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ გოგონა, რომელმაც აშშ-ს პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა ჯუდოში, გახდა პირველი ქალი მეფე ოქტაგონზე და 2018 წელს UFC-მ ის დიდების დარბაზში შეიყვანა როგორც პირველი ჩემპიონი, რომელმაც მთელი მსოფლიოს ქალებს ყველაზე ხმამაღალი მესიჯი გააგონა “ჩვენც შეგვიძლია!”