UFC-ის მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა ერთ-ერთ ინტერვიუში ილია თოფურიაზე ისაუბრა.
"როგორ გახსოვს თოფურია? ის საქართველოს წარმოადგენს, ახლა ძალიან ცნობილი მებრძოლია, მაგრამ მას დიდი ხანია იცნობ, ის შენთან ერთად ვარჯიშობდა, სანამ ცნობილი გახდებოდა. მაშნაც ხედავდი მის პოტენციალს?
რა თქმა უნდა, ის უკვე ტოპ მებრძოლი იყო Brave-ში, როგორც მე. ხედავთ, რომ ის ბევრს შრომობს და მან უკვე მიაღწია ყველაფერს, რისი მიღწევაც ამ სპორტში შეგიძლია.
ზოგიერთს არ მოსწონს, როგორც ყიდის ის თავის თავს ბინძური საუბრით.
საინტერესო არ იქნებოდა, ყველა რომ ჩუმად იყოს. ჩვენ ერთად გარკვეული დრო გავატარეთ, ვისაუბრეთ, ვივახშმეთ და ის რეალურ ცხოვრებაში ძალიან კარგი ადამიანია." - თქვა ჩიმაევმა.
"ოლივეირას დამარცხება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მინდა" - თოფურია