ამერიკის ღია პირველობაზე ფინალური მატჩი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები, იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ესპანელის გამარჯვებით 4 სეტში (6-2, 3-6, 6-1, 6-4) დარულდა და ალკარასი US Open-ის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.
22 წლის ესპანელმა კარიერაში მე-6 გრანდ სლემი მოიგო - US Open (2022, 2025), უიმბლდონი (2023, 2024) და როლან გაროსი (2024, 2025).
ალკარასმა ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა გაინაღდა და იანიკ სინერს პოზიციას გაუცვლის.
კარლოსმა ჩემპიონობის გზაზე ოპელკა, ბელუჩი, დარდერი, რინდერკნეში, ლეჰეჩკა, ჯოკოვიჩი და სინერი დაამარცხა. ის ფინალამდე სეტის წაუგებლად მოვიდა, სინერთან კი ერთი სეტი დათმო.