VIDEO: საბალენკამ ანისიმოვა დაამარცხა და US Open-ის ტიტული დაიცვა
06 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა ფინალური დაპირისპირება გაიმართა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს არინა საბალენკა და ამანდა ანისიმოვა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა რეიტინგის პირველი ნომრის გამარჯვებით 2 სეტში (6-3, 7-6) დასრულდა.
არინა საბალენკამ კარიერაში მე-4 გრანდ სლემი მოიგო, ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი კი ზედიზედ მეორედ გახდა. 2014 წლის შემდეგ საბალენკა გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც US Open-ზე ტიტულის დაცვა შეძლო. მაშინ ეს სერენა უილიასმა მოახერხა.
არინამ ჩემპიონობის გზაზე მასაროვა, კუდერმეტოვა, ფერნანდესი, ბუკსა, ვონდრუშოვა, პეგულა და ანისიმოვა დაამარცხა, ჯამში კი მხოლოდ ერთი სეტი დათმო.
ამერიკის ღია პირველობის კაცთა ფინალში ერთმანეთს კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი დაუპირისპირდებიან.