ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა ფინალისტები გაირკვნენ.
პირველ ნახევარფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა არინა საბალენკამ ამერიკელ ჯესიკა პეგულას 3 სეტში (4-6, 6-3, 6-4) მოუგო.
საბალენკა US Open-ის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.
მეორე წყვილში კი ამანდა ანისიმოვამ იგა შვიონტეკის დამარცხების შემდეგ ნაომი ოსაკას აჯობა 3 სეტში (6-7, 7-6, 6-3) და ზედიზედ მეორე გრანდ სლემის ფინალში გავიდა.
ანისიმოვა ამერიკის ღია პირველობის ფინალში პირველად გავიდა. ამ გამარჯვებით მან მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში ადგილი გაინაღდა.
ამანდა გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი მოთამაშე, რომელიც უიმბლდონისა და ამერიკის ღია პირველობის ფინალებში ერთ სეზონში გავიდა. ბოლოს ეს 2002 წელს სერენა და ვენუს უილიამსებმა შეძლეს.
საბალენკასა და ანისიმოვას მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება.