US Open-ის შემდეგ ჩოგბურთის კაცთა რეიტინგი განახლდა.
იანიკ სინერმა შარშან მოგებული ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა და რეიტინგის ლიდერობაც დაკარგა.
2023 წლის შემდეგ პირველად პირველი ჩოგანი კარლოს ალკარასი გახდა. სინერი რეიტინგს სათავეში 2024 წლის ივნისიდან ედგა.
სამი პოზიციით დაწინაურდა და რეიტინგში მე-4 გახდა ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ტოპ 10 ამჟამად ასე გამოიყურება:
1 კარლოს ალკარასი - 11540 ქულა (+1 პოზიცია)
2. იანიკ სინერი - 10780 ქულა (-1 პოზიცია)
3. ალექსანდრ ზვერევი - 5930 ქულა
4. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 4830 ქულა (+3 პოზიცია)
5. ტეილორ ფრიცი - 4675 ქულა (-1 პოზიცია)
6. ბენ შელტონი - 4280 ქულა
7. ჯეკ დრეიპერი (3690 ქულა) (-2 პოზიცია)
8. ალექს დე მინორი - 3545 ქულა
9. ლორენცო მუსეტი - 3505 ქულა (+1 პოზიცია)
10. კარენ ხაჩანოვი - 3280 ქულა (-1 პოზიცია).