კარლოს ალკარასმა გამოაცხადა, რომ ხუან-კარლოს ფერერო მისი მწვრთნელი აღარ იქნება.
ამ პოსტის დაწერა ჩემთვის ძალიან რთულია… შვიდ წელზე მეტი ხნის ერთობლივი გზის შემდეგ, მე და ხუანკიმ გადავწყვიტეთ, დავასრულოთ ჩვენი თანამშრომლობა, როგორც მწვრთნელმა და მოთამაშემ.
მადლობა, რომ ბავშვობის ოცნებები რეალობად აქციე. ეს გზა მაშინ დავიწყეთ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად იყავი დაუვიწყარ მოგზაურობაში — როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. თითოეული ნაბიჯი უზომოდ მსიამოვნებდა შენთან ერთად.
ჩვენ შევძელით მწვერვალამდე ასვლა და და ვგრძნობ, რომ თუ ჩვენი სპორტული გზები უნდა დაშორებულიყო, ეს სწორედ იქ უნდა მომხდარიყო — იმ ადგილიდან, რომლისკენაც ყოველთვის მივისწრაფოდით და რომლის მიღწევაზეც ვოცნებობდით.
ამდენი მოგონება მაფიქრდება, რომ ერთის გამოყოფა უსამართლო იქნებოდა. შენ დამეხმარე არა მხოლოდ სპორტსმენად, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანად ჩამოყალიბებაში. და კიდევ ერთი რამ, რასაც განსაკუთრებით ვაფასებ — მე თავად პროცესით ვტკბებოდი. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად შემრჩება — გზა, რომელიც ერთად გავიარეთ.
ახლა ორივესთვის ცვლილებების დრო მოდის: ახალი თავგადასავლები და ახალი პროექტები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათაც სწორად შევხვდებით და ისევ მაქსიმუმს გავიღებთ საკუთარ თავში, როგორც ყოველთვის. ყოველთვის წინსვლით.
გულით გისურვებ ყოველივე საუკეთესოს ყველაფერში, რაც გელოდება. სიმშვიდეს მაძლევს იმის ცოდნა, რომ არაფერი დაგვიტოვებია დაუხარჯავი — ერთმანეთისთვის ყველაფერი გავიღეთ, რაც შეგვეძლო.
მადლობა ყველაფრისთვის, ხუანკი! ❤️" — წერს სოციალურ ქსელში ესპანელი ჩოგბურთელი.
თავად ყოფილი პირველი ნომერი ფერერო ალკარასს 2018 წელს ჩაუდგა და მას 6 გრენდ სლემისა და სხვა არაერთი ტიტულის მოგებაში დაეხმარა.