მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ გუნდის თამაშში ტიბო კურტუას როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეკარის გამოყენებას დამატებითი მოედნის ფეხბურთელის ფუნქციით გეგმავს.
ალონსოს თქმით, კურტუას ჩართულობა თამაშის აწყობის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ბელგიელი მეკარე აქტიურად ცდილობს გააუმჯობესოს ბურთის გათამაშება საკუთარი კარიდან.
„მეკარის ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ტიბო ცდილობს გაიგოს, როგორ შეგვიძლია უკეთ ავაწყოთ თამაში კარიდან.
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის როგორც დამატებითი ფეხბურთელი. მას ფეხით კარგად შეუძლია თამაში და შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც თავისუფალი მოთამაშე. ეს მასაც მოსწონს და ამ მიმართულებით მასთან ბევრს ვმუშაობთ." — აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.