• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"მეც ძალიან მსურდა რეალში თამაში" - მათეუსმა კარლი დაიცვა
ფეხბურთიფეხბურთი

"მეც ძალიან მსურდა რეალში თამაში" - მათეუსმა კარლი დაიცვა

06 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლოთარ მათეუსი რეალში თამაშის შესახებ ლენარტ კარლის განცხადებას გამოეხმაურა.


„მგონია, რომ ძალიან კარგია, როცა ადამიანს 17 წლის ასაკშიც კი აქვს თვითრწმენა. მიზნების დასახვა არანაირად არ ნიშნავს ქედმაღლობას. მე ამას გულწრფელობად ვთვლი და არა თვითკმაყოფილ ან ამპარტავნულ დამოკიდებულებად. რეალს უბრალოდ ასეთი მისტიკა აქვს.


მსგავს მდგომარეობაშია მიუნხენის ბაიერნიც, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად გინდა რაღაც ახალი სცადო. ვერ იტყვი: „მთელი ცხოვრება ბაიერნში დავრჩები“, როგორც თომას მიულერმა ქნა ეს, ეს უნიკალურია. საბოლოოდ, ყველას აქვს რაღაც მიზანი გარკვეულ ეტაპზე.


მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი წესრიგშია. ეს აჩვენებს, რომ კარლი ამბიციურია და საკუთარი თავის სჯერა. მან კარგად იცის, რომ რეალის ყურადღების მისაქცევად ჯერ ბაიერნში გამორჩეულად კარგად უნდა ითამაშოს. მას არ უთქვამს, რომ უახლოეს ორ წელიწადში რეალში თამაში უნდა. ეს მისი ოცნებაა.


ოცნებები შეიძლება ახდეს, მაგრამ ამისთვის შრომაა საჭირო და ამით ბაიერნიც სარგებელს მიიღებს. თუ კარლი ისეთი კარგი გახდება, რომ რეალი მასზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, მანამდე სხვა კლუბში [ბაიერნში] რაღაც განსაკუთრებულს უნდა მიაღწიოს.


მეც ძალიან მსურდა რეალში თამაში. 1990/91 წლებში მსოფლიო წლის ფეხბურთელად დამასახელეს და უცებ რეალმა ჩემს კარზე დააკაკუნა. ძალიან მინდოდა გადასვლა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ კონტრაქტი მქონდა, ამიტომაც ტრანსფერი იმ დროს ვერ შედგა. რეალს და მე შეთანხმება გვქონდა, მაგრამ ინტერს არ სურდა ჩემი გაშვება მაღალი სატრანსფერო თანხის გამო.


მეც მქონდა ოცნებები: ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდოდა დიდ კლუბში მეთამაშა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გავმხდარიყავი და მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაში მოვხვედრილიყავი. დროთა განმავლობაში ოცნებები უბრალოდ უფრო დიდდება. ოთხი წლის წინ კარლი ალბათ იტყოდა, რომ ბუნდესლიგაში თამაში უნდოდა, სავარაუდოდ, მიუნხენის ბაიერნში.


კარლი უბრალოდ ხედავს, რა არის შესაძლებელი. ეს მხოლოდ სპორტზე არ არის დამოკიდებული. საქმე ეხება ახალს, განსხვავებულს და უკეთეს ცხოვრების ხარისხს, უკეთეს ამინდს, მსოფლიოს უდიდეს კლუბს.


ხშირად გვინახავს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არა ბუნდესლიგიდან, არამედ იმ ლიგებიდან მოდიან, რომლებიც გლობალურად უფრო დიდ ყურადღებას იპყრობენ.“ - განაცხადა გერმანელმა ლეგენდამ.


ბაიერნის ფანების რისხვა — კარლმა სოციალურ ქსელში კომენტარის ფუნქცია გათიშა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბაიერნი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სკანდალი მადრიდში: ფანები პერესის გადადგომას ითხოვენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი მადრიდში: ფანები პერესის გადადგომას ითხოვენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიდალი: „რეალმა VAR-ი გამოიგონა“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიდალი: „რეალმა VAR-ი გამოიგონა“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მორიგი დანაკლისი რეალს - როდრიგომ მძიმე ტრავმა მიიღო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მორიგი დანაკლისი რეალს - როდრიგომ მძიმე ტრავმა მიიღო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას სახელფასო ჭერი 81 მილიონით გაიზარდა — ლა ლიგამ ლიმიტები განაახლა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას სახელფასო ჭერი 81 მილიონით გაიზარდა — ლა ლიგამ ლიმიტები განაახლა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 სთ წინ

სკანდალი მადრიდში: ფანები პერესის გადადგომას ითხოვენ

News image

20 სთ წინ

ვიდალი: „რეალმა VAR-ი გამოიგონა“

News image

15 სთ წინ

მორიგი დანაკლისი რეალს - როდრიგომ მძიმე ტრავმა მიიღო

News image

17 სთ წინ

ბარსელონას სახელფასო ჭერი 81 მილიონით გაიზარდა — ლა ლიგამ ლიმიტები განაახლა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება