როგორც ჩანს, ბარსელონა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე დროის დაკარგვას არ აპირებს.
მას შემდეგ, რაც ნიუკასლიდან ენტონი გორდონის ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებულია, ბლაუგრანა ახლა მზადაა მთავარი სამიზნის, მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდის, ხულიან ალვარესის, შესაძენად ნაბიჯი გადადგას.
პირველი ოფიციალური შეთავაზება მზადდება
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონა უკვე ამზადებს პირველ ოფიციალურ შეთავაზებას, რომელსაც ატლეტიკოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაუგზავნის ალვარესის ტრანსფერის მიზნით.
ეს მას შემდეგ ხდება, რაც კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკომ ამ კვირის დასაწყისში პირდაპირი შეხვედრა გამართა არგენტინელი თავდამსხმელის აგენტთან. მოლაპარაკებებს შუამავლობდა ხუანმა ლოპესი.
თავის მხრივ, ალვარესმა ატლეტიკოს უკვე აცნობა, რომ გუნდის დატოვება სურს. მან ასევე უარი თქვა კლუბის მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე.
ბარსელონას გეგმაა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ტრანსფერის საფუძველი მოამზადოს, რადგან კლუბში ელოდებიან, რომ 26 წლის ფორვარდის მიმართ სხვა გრანდებიც გააქტიურდებიან.
ალვარესისთვის 100 მილიონი ევროს ზღვარი
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონა ალვარესს მთავარ სამიზნედ მიიჩნევს, თუმცა მის ტრანსფერზე მაქსიმუმ 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
მეორე მხრივ, ატლეტიკოს არ სურს არგენტინელი პირდაპირ კონკურენტ გუნდში გაუშვას და დაახლოებით 150 მილიონ ევროს ითხოვს.
ამიტომ ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, თუმცა ფეხბურთელის სურვილი, კლუბი დატოვოს, პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
ამ ეტაპზე ლა ლიგის ჩემპიონები მზად არიან ალვარესისთვის პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთონ, რის შემდეგაც ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყება.