• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ისტორიაში უდიდესი ტრანსფერი? - კლუბი პუტეიასს უმიზნებს
ფეხბურთიფეხბურთი

ისტორიაში უდიდესი ტრანსფერი? - კლუბი პუტეიასს უმიზნებს

44 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კატალონიურ გრანდში გატარებული 14 წლის განმავლობაში ალექსია პუტეიასმა 38 ტიტული მოიგო, ოთხშაბათს გამართულ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე კი კლუბმა ყველა მათგანი სტადიონზე გამოიტანა.


ოფიციალურად: ლეგენდა მიდის - პუტეიასი ბარსელონას ტოვებს


როგორც ბრიტანული მედიისთვისაა ცნობილი, ინგლისის ქალთა ლიგის კლუბი ლონდონ სიტი ლიონესი დარწმუნებულია, რომ ოქროს ბურთის ორგზის მფლობელთან კონტრაქტს გააფორმებს. 32 წლის ვარსკვლავს თავისი მომავალი ნაბიჯი ჯერ არ დაუდასტურებია და მისთვის ამერიკული კლუბებიც იბრძვიან, თუმცა, თუ ის ლონდონ სიტის მფლობელის, მიშელ კანგის პროექტს აირჩევს, ეს იქნება ყველაზე დიდი ტრანსფერი ინგლისის ქალთა ფეხბურთის ისტორიაში.

პუტეიასის ვარსკვლავი ნამდვილად არ ჩამქრალა. სულ რაღაც გასულ შაბათს, ის გუნდს ოსლოში ლიონის წინააღმდეგ 4-0 მოგებულ მატჩში გაუძღვა და ჩემპიონთა ლიგა კარიერაში მეოთხედ მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ალექსია უკვე 32 წლისაა და 2022 წელს მუხლის მყესების მძიმე ტრავმაც გადაიტანა, ინგლისის ნაკრების ლეგენდა ელენ უაითი მიიჩნევს, რომ ის ახლა საუკეთესო ფორმაშია და იმაზე უკეთესადაც კი თამაშობს, ვიდრე ოქროს ბურთის მოგების დროს.

ლონდონ სიტის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მათი მიზანია ყველაფერი სწრაფად შეცვალონ და ტოპ-კლუბებს კონკურენცია გაუწიონ. თუ ალექსია მათთან გადავა, გუნდში ნამდვილი ესპანური გარემო დახვდება - დაწყებული მწვრთნელ ედერ მაესტრედან, დამთავრებული ბარსელონადან უკვე წაყვანილი სამი ფეხბურთელით (ხანა ფერნანდესი, მარია პერესი და ლუსია კორალესი).

კლუბის მფლობელ მიშელ კანგს ერთი პრობლემაც აქვს - უეფას ქალთა ფეხბურთის ხელმძღვანელმა ნადინ კესლერმა მკაფიოდ თქვა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე იმ კლუბების თამაში აიკრძალება, რომელთაც ერთი და იგივე მფლობელი ჰყავთ (კანგი ლონდონ სიტის გარდა ფრანგულ ლიონსაც ფლობს).

პუტეიასის ტრანსფერი მთელი ინგლისის ქალთა ლიგისთვის იქნება უდიდესი განაცხადი. ესპანელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ინგლისში ბევრად მეტს იხდიან და ესპანეთი ამ ფინანსებს ვეღარ ეჯიბრება. ამასთან, ბარსელონას სამშობლოში წლებია კონკურენტი არ ჰყავს, ფეხბურთელებს კი ყოველ უქმეებზე დაძაბული თამაშები უნდათ.

ინგლისის ქალთა ლიგა სექტემბრიდან 14 გუნდამდე იზრდება, ტელევიზიებიდან მიღებული გარანტირებული დაფინანსება 2030 წლამდე აქვთ, კლუბები (მაგალითად ბრაიტონი და ჩელსი) კი სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში მილიონებს დებენ. პუტეიასის შესაძლო ტრანსფერი მომავალ სეზონს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბარსელონა
ლა ლიგა
ქალთა ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პერესი: „ახლა უკვე კარგად ვიცი, ვინ დგას რეალის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი: „ახლა უკვე კარგად ვიცი, ვინ დგას რეალის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ფეხბურთელებს არ ვყიდით", - ბასტონი ინტერში რჩება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ფეხბურთელებს არ ვყიდით", - ბასტონი ინტერში რჩება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გორდონის გავლენა რაშფორდის ბარსაში დარჩენაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გორდონის გავლენა რაშფორდის ბარსაში დარჩენაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენცოს რეალში თამაში სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენცოს რეალში თამაში სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

პერესი: „ახლა უკვე კარგად ვიცი, ვინ დგას რეალის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან"

News image

3 სთ წინ

„ფეხბურთელებს არ ვყიდით", - ბასტონი ინტერში რჩება?

News image

1 სთ წინ

გორდონის გავლენა რაშფორდის ბარსაში დარჩენაზე

News image

1 სთ წინ

ენცოს რეალში თამაში სურს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება