ჟალგირის ვილნიუსთან მარცხის შემდეგ, თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს შეხვდა და პრობლემატურ თემებზე ილაპარაკა.
"გულდასაწყვეტია, რომ გამოჩნდნენ ვიღაცები, რომლებიც რომან ფიფიას გადადგომისკენ მოუწოდებენ - კაცს, რომელსაც ასობით მილიონი აქვს ჩადებული დინამო თბილისსა და ქართულ ფეხბურთში. გაიხედეთ გარეთ, რა პირობებია, ევროპული სტანდარტების ბაზა, აკადემია...
იმის მაგივრად, რომ ინვესტორებს ვეძახოდეთ ფეხბურთში შემოვიდნენ და ფული ჩადონ, არსებულ ინვესტორებს მოვუწოდებთ გასვლისკენ. ესაა ხალხი, რომელსაც ქართული ფეხბურთის განადგურება სურს", - ამბობს ქეცბაია.
დინამო თბილისმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული მონდორფი დამატებით დროში დაამარცხა, მეორე რაუნდში კი ჟალგირის ვილნიუსთან 3:0 გამარჯვების შემდეგ 2:7 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
ქეცბაიამ პირდაპირ გაამხილა, რა უთხრა გიორგი ლორიას