ქართველმა ათლეტმა, ნიკა მაისურაძემ კალიფორნიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირ Crossfit Games 2026-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
შეჯიბრების პირველ ეტაპში 254 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, სამივე ეტაპის გადალახვა კი მხოლოდ 60-მა ათლეტმა მოახერხა. შედეგად, ფინალურ ეტაპზე 30 ქალი და 30 მამაკაცი გადავიდა. ფინალური ეტაპი მოიცავდა ძალის, გამძლეობის, ცურვის, სირბილის, ოლიმპიური ღერძის, ტანვარჯიშისა და უნარების გამოცდას.
საბოლოო შედეგების მიხედვით, მაისურაძემ გამოსვლა მე-18 ადგილზე დაასრულა, რაც ქართული სპორტისთვის ისტორიული მიღწევაა. საქმე ისაა, რომ Crossfit Games-ზე ქართველმა ათლეტმა ისტორიაში პირველად იასპარეზა.
ცნობისთვის, CrossFit-ის მიზანი ზოგადი ფიზიკური გამძლეობის, ძალისა და მოქნილობის განვითარებაა.