პოლონეთის ქალაქ რჟეშოვში გამართულ სუმოს ევროპის თასზე, საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა.
ზურა წიქოძემ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში - ვერცხლის, ხოლო +115 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიგო. ჩვენს გუნდს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი ლუკა ბერიძემ (-77 კგ.) მოუტანა.
წიქოძის მსგავსად, ორ წონაში იასპარეზა ლაშა ჯელაძემ (+115 და აბსოლუტური) და ორივეში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ასევე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ დავით აქუბარდია (-92 კგ.) და საბა გამთენაძე (-115 კგ.).
შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში შოტლანდიაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენებმა გუნდური ვერცხლის მედლითა და 6 ინდივიდუალური მედლით (ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) დაასრულეს.