ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა დრო ფერნანდესმა პარი სენ-ჟერმენში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 18 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 8 მილიონ ევროს შეადგენს.
„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ პარი სენ-ჟერმენს შევუერთდი. ეს უდიდესი სიამაყის მომენტია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.
პსჟ უზარმაზარი კლუბია, რომელსაც ბავშვობიდან ვადევნებ თვალს და სადაც ბევრმა დიდმა ლეგენდამ შექმნა ისტორია.
ახლა საოცრად მოტივირებული ვარ, ვითამაშო და ყველაფერი გავიღო ამ მაისურისთვის“, – განაცხადა დრო ფერნანდესმა.