ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მიიჩნევს, რომ გუნდს შეუძლია გასული სეზონის მიღწევებს გადააჭარბოს.
„ჩვენი მთავარი მიზანი ამ სეზონში არის ბოლომდე ვიბრძოლოთ ყველა ტურნირზე, სადაც ვმონაწილეობთ და რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგოთ.
ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას ესპანეთის თასზე, სტაბილურად ვითამაშებთ ლა ლიგაში და პირდაპირ გავალთ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. თუ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ პლეი-ოფზე გავაკეთებთ აქცენტს და ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცდებით წინსვლას. ჩვენი მიზანია, შეძლებისდაგვარად, სეზონი კიდევ უკეთ ჩავატაროთ, ვიდრე წინა, რომელიც ასევე ისტორიული იყო.
მე არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი და არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
იმედი მაქვს, გაგვიმართლებს კიდეც — რაც ყოველთვის აუცილებელია — და შევძლებთ ტიტულების მოგებას. ჩემი ინტუიცია მეუბნება, რომ ჩვენ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ და შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ის, რასაც გასულ სეზონში მივაღწიეთ“, — განაცხადა ლაპორტამ.