ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ტერ შტეგენის დებიუტი უცნაური მიზეზით გადაიდო
ფეხბურთიფეხბურთი

ტერ შტეგენის დებიუტი უცნაური მიზეზით გადაიდო

26 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მარკ ანდრე ტერ შტეგენის დებიუტი ჟირონაში გადაიდო — დიდი ალბათობით, ის დღეს ხეტაფესთან მატჩში ვერ ითამაშებს.


თუმცა, ტრავმა არ აქვს. გერმანელი ახალ თანაგუნდელებთან ერთად, რომელთაც სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და კლუბმა ის ლა ლიგაში ოფიციალურადაც დაარეგისტრირა. თუმცა, საქმე ლა ლიგის უცნაურ რეგულაციაშია.


ჟირონაში მეკარის ყველა ნომერი დაკავებულია


ესპანეთის ჩემპიონატის წესებით, მეკარეს მხოლოდ სამი ნომრის ტარება შეუძლია — 1, 13 ან 25.


მაგალითად, „ბარსელონაში“ ტერ შტეგენი თამაშობდა 1 ნომრით, 13 ნომერი ჟოან გარსიას ეკუთვნის, ხოლო სათადარიგო მეკარე ვოიჩეხ შჩენსნი 25 ნომრით ასპარეზობს.


„ჟირონაში“ კი ყველა ეს ნომერი უკვე დაკავებულია:1 ნომერი — დომინიკ ლივაკოვიჩი, 13 ნომერი — პაულო გასანიგა, 25 ნომერი — ვლადისლავ კრაპივცოვი.


თეორიულად, შესაძლებელია რომელიმე მეკარის განაცხადიდან ამოღება, თუმცა ლივაკოვიჩის შემთხვევაში ამას სერიოზული ფინანსური ბარიერი ახლავს. Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ ნილ სოლას ინფორმაციით, ფენერბაჰჩესთან არსებული საიჯარო ხელშეკრულების პირობებით, ფეხბურთელის ჩემპიონატის განაცხადიდან თვითნებურად ამოღება ჟირონას დიდ ჯარიმად დაუჯდება.


ამასთან, განაცხადიდან ნებისმიერი ფეხბურთელის ამოღება წინასწარ უნდა შეთანხმდეს ლა ლიგასთან, განსაკუთრებით კი სეზონის მიმდინარეობისას.


ამასთან, განაცხადიდან ნებისმიერი ფეხბურთელის ამოღება წინასწარ უნდა შეთანხმდეს ლა ლიგასთან, განსაკუთრებით სეზონის მიმდინარეობისას.


შედეგად, სანამ რომელიმე მეკარის ნომერი არ გათავისუფლდება, ტერ შტეგენს თამაშის უფლება არ ექნება.


რა გამოსავალი აქვს ჟირონას?


კლუბი ლივაკოვიჩის იჯარის გაწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ხორვატი არ თამაშობს და მწვრთნელ მიჩელ სანჩესთან კონფლიქტშიც იმყოფება.


თუმცა სიტუაცია რთულადაა:


ფენერბაჰჩე სხვა იჯარას არ განიხილავს და მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზე ფიქრობს, ხოლო დაინტერესებული ზაგრების დინამო მზადაა ლივაკოვიჩი მხოლოდ სეზონის ბოლომდე ინათხოვროს.


მიჩელი არ მალავს:


„ლივაკოვიჩს უკვე ვუთხარით, რომ უნდა წავიდეს. მასაც ეს უნდა. ველოდებით.“


რაში სჭირდება ჟირონას ტერ შტეგენი?


კლუბი ზაფხულიდანვე ეძებდა ახალ მეკარეს. ტერ შტეგენი იდეალურად ერგება მიჩელის სტილს: კარგად თამაშობს ფეხით, შეუძლია პრესინგიდან ამოსვლაში გუნდის დახმარება და ზეწოლის ქვეშ არ იკარგება.


მიჩელს არცერთი მოქმედი მეკარე სრულად არ აკმაყოფილებს:


პაულო გასანიგა — სეზონი ცუდად დაიწყო, შეცდომები ისევ აქვს და ნდობა დაკარგა;

დომინიკ ლივაკოვიჩი — ძლიერი სეივები აქვს, მაგრამ ფეხით სუსტად თამაშობს;

ვლადისლავ კრაპივცოვი — ნიჭიერია, თუმცა ლა ლიგის დონისთვის ჯერ მზად არ არის.


„ჟირონას“ სათამაშო მოდელში მეკარე პირველ ფაზაში შეტევის დამატებითი მონაწილეა. გასანიგას პასების სიზუსტე სეზონში მხოლოდ 69%-ია, რაც ამ სტილს არ შეესაბამება.


ამიტომ ტერ შტეგენი პრაქტიკულად გარანტირებულად ძირითადი მეკარე უნდა გახდეს. დარჩა მხოლოდ ერთი დეტალი — მოიძებნოს თავისუფალი ნომერი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ტერ შტეგენი
ჟირონა
ბარსელონა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს", — ლაპორტამ ამ სეზონის მიზნებზე ისაუბრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს", — ლაპორტამ ამ სეზონის მიზნებზე ისაუბრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება მიღწეულია — ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველი პსჟ-ში ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება მიღწეულია — ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველი პსჟ-ში ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ამ კლუბს ბავშვობიდან ვაკვირდები", — ბარსადან პსჟ-ში გადასული ნახევარმცველი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ამ კლუბს ბავშვობიდან ვაკვირდები", — ბარსადან პსჟ-ში გადასული ნახევარმცველი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონამ ოვიედო გაანადგურა და კვლავ ლა ლიგის ლიდერია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონამ ოვიედო გაანადგურა და კვლავ ლა ლიგის ლიდერია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

"ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს", — ლაპორტამ ამ სეზონის მიზნებზე ისაუბრა

News image

25 იან, 2026

შეთანხმება მიღწეულია — ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველი პსჟ-ში ითამაშებს

News image

8 სთ წინ

"ამ კლუბს ბავშვობიდან ვაკვირდები", — ბარსადან პსჟ-ში გადასული ნახევარმცველი

News image

25 იან, 2026

ბარსელონამ ოვიედო გაანადგურა და კვლავ ლა ლიგის ლიდერია

კომენტარები