ჟოან ლაპორტამ ლა ლიგის მსაჯი ხესუს ხილ მანსანო გააკრიტიკა.
კლუბის ასამბლეის დროს, ბარსას პრეზიდენტმა ჰკითხა შეკითხვას - არსებობს თუ არა ლა ლიგაში "თეთრი ხელი", ანუ აქვს თუ არა ჩემპიონატში ადგილი რეალის გავლენას.
„რომც არ იყოს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ არის. ფლიკის ორივე ყვითელი გავასაჩივრეთ. არბიტრმა აშკარად ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და მომენტს ელოდებოდა, რომ მეორე ყვითელი ეჩვენებინა.
მესმის, რომ დისკვალიფიკაციის გაუქმების მიღწევა რთული იქნება. ფლიკს ვუთხარი, რომ მასთან ვართ. მსაჯის ეს საქციელი არ მომეწონება.
ამ ადამიანს თითქმის ყველა ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს გაძევებული. შეგიძლიათ უბრალოდ მის ბიოგრაფიას გადახედოთ. ყოველთვის ვფიქრობთ, რომ აი ამჯერად ნამდვილად არაფერი მოხდება, მაგრამ ყველაფერი მეორდება - თანაც, ყოველთვის მნიშვნელოვანი მატჩების წინ.
ის, რაც გუშინ მოხდა... ნამდვილად ვერ ვითამაშეთ საუკეთესო ფეხბურთი, ისეთი, როგორსაც მივეჩვიეთ. მაგრამ ეს ყველაფერი თავდაჯერებას მოგვცემს. მითუმეტეს, მატჩი დავასრულეთ ისე, რომ ცენტრალური მცველი წავიდა შეტევაში და გოლიც შეაგდო." - აღნიშნა ლაპორტამ.
ხესუს ხილ მანსანოს წარსულში ლეო მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი, ჟერარ პიკე, დანი ალვეში და რობერტ ლევანდოვსკი ჰყავს გაძევებული.