ბარსას სპორტული დირექტორის, დეკუს აზრით, ლა ლიგაში ბარსელონას ზედმეტად მკაცრად ეპყრობიან.
ჟირონასთან მე-9 ტურის მატჩში ჰანსი ფლიკმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და სამწვრთნელო სკამიდან ტრიბუნაზე გადაჯდომა მოუწია, რის გამოც ელ კლასიკოს გამოტოვება ემუქრება.
„ვფიქრობ, აპელაციას შევიტანთ, თუმცა წინასწარ ვიცით, რა შედეგიც ექნება. სიტუაცია მთლიანად არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგჯერ იმას, რაზეც თვალი უნდა დაიხუჭოს, ზედმეტად დიდი ყურადღება ეთმობა. გოლის შემდეგ ცოტა ხმა ჩამიწყდა. გარკვეულ ადამიანებს არ უნდათ, რომ ჩვენ ვიგებდეთ.
ჩვენ ყოველთვის დინების წინააღმდეგ ვმოძრაობთ, მაგრამ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ვიწუწუნოთ და თავი ვიმართლოთ. არ გვიყვარს წუწუნი. არ ვაპირებთ პოლემიკაში ჩართვას, მაგრამ აშკარაა, რომ მკაცრად გვეპყრობიან.
ეს სიმკაცრე ზოგჯერ ზღვარსაც აღწევს." - აღნიშნა ბარსელონას დირექტორმა.