ხეტაფეს მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა გაამხილა, რა უთხრა ვინისიუსმა ალან ნიომის გაძევების შემდეგ.
„ჩემი აზრით, ვინისიუსი არ უნდა მოსულიყო ჩემთან და პროვოცირება არ უნდა ეცადა. როცა მომიახლოვდა, მითხრა, მაგარი ცვლილება გააკეთეო.
ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდი განაწყენებულია, იმიტომ რომ ტყუილად გავისარჯეთ.
შეიძლება ობიექტური არ ვიყო, მაგრამ პირველ ტაიმში რეალის მხრიდან მსგავსი დარღვევები იყო და მსაჯს ყვითელი ბარათიც არ უჩვენებია. ჩვენ კი პირველივე ჯარიმაზე გაგვაფრთხილეს." - აღნიშნა ბორდალასმა.
ალან ნიომმა რეალთან მატჩში მოედანზე გამოსვლიდან 39 წამში მიიღო წითელი ბარათი ვინისიუსზე დაჯარიმების გამო და მოედანი ნაადრევად დატოვა.