საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისმაილ ბუაბდელასთან პოდკასტში უცნობი ისტორია გაამხილა.
“როდესაც საქართველოში ვარ, 5 ნაბიჯს ვერ ვდგამ ისე, რომ არ გამაჩერონ და ჩემდამი პატივისცემა არ გამოხატონ. ნაკრებზე საუბარს მიწყებენ.
ევროპის ჩემპიონატი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო. 4 თვის გამო: პლეი-ოფებიდან, ბოლო მატჩამდე, ყველაფერს დავთმობდი. მსგავსი ემოციები არასდროს განმიცდია.
პორტუგალიას რომ მოვუგეთ, ჰაერში დავფრინავდით ბედნიერებისგან, იმ პერიოდში კი მამაჩემი ცხოვრების ბოლო დღეებს გადიოდა, ამის შესახებ არავინ იცოდა. ყოველ წუთს ტელეფონს ვამოწმებდი, დედაჩემისგან ან ჩემი დისგან სიახლეს ველოდებოდი.
რაღაც არსებობს: ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და მამაჩემი გარდაიცვალა. ამის გამო ემოციები ბოლომდე ვერ გამოვხატე, სამუდამოდ დამრჩება გონებაში, რომ მილიონობით ადამიანი გავაბედნიერეთ.” - ვილი სანიოლის სიტყვებს Geo Team ციტირებს.