უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არსენალთან ორი მატჩის ჯამში 1-5 მარცხის შემდეგ რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
"არანაირი გამართლება არ გვაქვს. ორ თამაშში ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ.
არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩემი ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე რეალის მწვრთნელად და არც მინდა, რომ ვიცოდე.
ჩვენ ფანტასტიკური ეპოქა გვქონდა. კვლავ გვაქვს ლა ლიგა, კოპა დელ რეი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი სათამაშო.
ვიქნები თუ არა საკლუბო მსოფლიოზე მწვრთნელი? ამაზე ლაპარაკი ახლა არ შემიძლია. თუ კლუბი ცვლილებას გადაწყვეტს, პრობლემა არაა, მათ მადლობას გადავუხდი." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.