კარლო ანჩელოტის ჰკითხეს, აქვთ თუ არა ვინისიუსს და როდრიგოს გარანტირებული ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე.
„გარანტირებული აქვს თუ არა ვინისიუსს მუნდიალზე ადგილი? თუ ფორმაში იქნება, კი. თუმცა, საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს.
იგივეს თქმა შემიძლია როდრიგოზეც. თუ საუკეთესო ფორმაშია, როდრიგოც გამორჩეული ფეხბურთელია.
ვინისიუსზე და როდრიგოზე ვერ შემეკამათებით. მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მაქვს მოგებული." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
ბოლო სანაკრებო შეკრებაზე ანჩელოტის არც როდრიგო და არც ვინი გამოძახებული არ ჰყავდა.