ვინისიუს ჟუნიორმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"დღეს მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა მადრიდისტას ჩემი რეაქციისთვის, როცა კლასიკოში შემცვალეს.
ისევე, როგორც დღეს ვარჯიშზე პირადად გავაკეთე, ისევ მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებს, კლუბსა და პრეზიდენტს.
ზოგჯერ ვნება მძლევს, რადგან ყოველთვის მინდა მოვიგო და ჩემს გუნდს დავეხმარო. ჩემი კონკურენტული ხასიათი გამომდინარეობს იმ სიყვარულიდან, რომელიც მაქვს ამ კლუბისადმი და ყველაფრისადმი, რასაც ის წარმოადგენს.
გპირდებით, რომ ყოველ წამს გავაგრძელებ ბრძოლას რეალ მადრიდის კეთილდღეობისთვის, ზუსტად ისე, როგორც პირველივე დღიდან." - წერს ბრაზილიელი.
შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკოში შეცვლის გამო ვინისიუსმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა და მოედნიდან გასვლის შემდეგ, მაშინვე გასახდელისკენ გაეშურა, შემდეგ კი სათადარიგო სკამს დაუბრუნდა.