მადრიდის რეალის და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, როისტონ დრენტემ, ინსულტი გადაიტანა.
ნიდერლანდურმა სააგენტო FC de Rebellen-ნა გამოაცხადა, რომ დრენტემ ინსულტი 17 ოქტომბერს გადაიტანა. მომხდარის დეტალები არ გასაჯაროვებულა, თუმცა წყარო ხაზს უსვამს, რომ ყოფილი ფეხბურთელი საიმედო ექიმების ხელშია და სათანადო დახმარებასაც იღებს.
როგორც ირკვევა, ახლა დრენტეს მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება.
სააგენტოს მენეჯერის თქმით, ოჯახი იმედიანად არის: "ექიმები და ოჯახი ოპტიმისტურად არიან განწყობილი. როისტონი მებრძოლია და ახლა რეაბილიტაციას გადის, რაშიც უკვე წარმატებებიც აქვს."
დრენტეს მხარდაჭერა მისმა ყოფილმა კლუბებმაც გამოუცხადეს, კერძოდ ფეიენოორდმა და ევერტონმა.
როისტონ დრენტემ საფეხბურთო კარიერა 2005 წელს ფეიენოორდში დაიწყო, საიდანაც 2007-ში რეალში გადავიდა, რომლის საკუთრებაშიც 2012 წლამდე რჩებოდა, თუმცა ამ პერიოდში რამდენჯერმე კლუბი იჯარით დატოვა. შემდეგ მან არაერთი ქვეყნის კლუბები მოიარა, ბოლოს კი 2023-ში ნიდერლანდურ კოზაკენ ბოისში ირიცხებოდა, რომელიც 2023-ში დატოვა.