ბარსელონას ექს-პრეზიდენტი, ჟოან გასპარი აცხადებს, რომ რეალი სატურნირო ცხრილში ბარსელონას არა 5, არამედ 2 ქულით უსწრებს.
ელ კლასიკოს მოგების შემდეგ რეალმა 27 ქულა დააგროვა და ბარსელონას 5 ქულით გაასწრო. თუმცა, გასპარი საპასუხო ელ კლასიკოს, რომელიც 2026-ში გაიმართება, ბარსას აქტივში წინასწერ უწერს.
„ბარსელონა არა ხუთით, არამედ ორი ქულით არის უკან. ლა ლიგის მოგებაზე ფიქრი მხოლოდ კამპ ნოუს კლასიკოს შემდეგ იქნება შესაძლებელი." - აღნიშნა ბარსას ექს-პრეზიდენტმა.
საპასუხო ელ კლასიკო კატალონიაში 2026 წლის 10 მაისს გაიმართება.