კატალონიური RAC1-ის ცნობით, ბარსელონას ნახევარმცველმა კუნთის ტრავმა მიიღო და გუნდს რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება.
დაზიანების გამო ესპანელი ნახევარმცველი ელჩესთან, ბრიუგესთან და სელტასთან ვერ ითამაშებს.
წყაროს ცნობით, პედრი ასევე ვერ დაეხმარება ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან და თურქეთთან მატჩებში.
ნახევარმცველის დაბრუნებას სანაკრებო შესვენების შემდეგ, ბილბაოს ატლეტიკთან მატჩში ელოდებიან.
პედრი რეალთან მიღებული წითელი ბარათის გამო ისედაც მიიღებდა დასვენებას. მან კლუბსა და ნაკრებში ზედიზედ 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა.