რეალის და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რაულ ალბიოლმა, ლამინ იამალის სიტყვებზე ისაუბრა.
ელ კლასიკოს წინ, ბარსას 18 წლის შემტევმა აღნიშნა, რომ მადრიდელები "იპარავენ და თვითონვე წუწუნებენ".
„სიმართლე გითხრათ, კლასიკოს ბოლო წუთებმა ჩემი დროის ელ კლასიკოები გამახსენა. მან იბაისთან და პიკესთან საუბარში ზედმეტები ილაპარაკა. ალბათ იფიქრა, რომ მეგობრების გარემოცვაშია და სხვა არავინ არ უსმენს. არადა, ამ სიახლემ მთელი მსოფლიო მოიცვა.
მისი სიტყვები არც ისე კარგად ჟღერდა, რადგან რეალისნაირ დიდ კლუბს პატივი უნდა სცე მისი ისტორიის გამო.
მან ასე არ უნდა ილაპარაკოს. ყველა აკვირდება მის საუბარს და ქცევებს. ის ძალიან ახალგაზრდაა და ამიტომ უნდა ისწავლოს, რაც სრულიად ნორმალურია. მის ასაკში შეცდომებიც ჩვეულებრივი ამბავია, ეს ყველას ემართება.
იამალს თავი უნდა დავანებოთ, ის 18 წლის ბიჭია და ეს ნორმალურია. გასაგებია, რომ რაც მან ამ ბოლო დღეებში ილაპარაკა, არასწორია და ვფიქრობ, მან ეს თავადაც გაიაზრა." - აღნიშნა ალბიოლმა, რომელიც ახლა პიზაში ასპარეზობს.