კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების სათამაშო სტილსა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მეთოდზე ისაუბრა.
„ჟოგა ბონიტო? ბრაზილიამ თავისი ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატი ტალანტისა და დაცვის შერწყმით მოიგო.
2002 წელს ისინი სამი ცენტრალური მცველით თამაშობდნენ, ხოლო 1994-ში ორ ოთხკაციან ხაზს იყენებდნენ, რათა რომარიო გაეძლიერებინათ.
მსოფლიო ჩემპიონატს ის იგებს, ვინც ყველაზე ნაკლებს უშვებს და არა ის, ვინც ყველაზე მეტს იტანს. არ მომწონს, როცა დაცვითს მეძახიან, მაგრამ ეს გუნდისთვის გადამწყვეტია.“ - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ბრაზილიის ნაკრებმა მარტის პირველი ამხანაგური მატჩი საფრანგეთთან 1-2 წააგო, პირველ აპრილს კი სელესაო ხორვატიას დაუპირისპირდება.