ბოსტონ სელტიკსის ოფიციალური განცხადებით, ჯეისონ ტეიტუმმა მარჯვენა ფეხზე აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ოპერაციაც უკვე გაიკეთა.
მისი დაბრუნების სავარაუდო დრო ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ის რეაბილიტაციის სრულ კურსს გაივლის და ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული.
ერთი რამ კი აშკარაა, ტეიტუმისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა და შეიძლება მალე ეს ბოსტონისთვისაც მოხდეს.
სელტიკსი პლეიოფის სერიას ნიუ იორკ ნიქსთან 3-1 აგებს და გუნდის ლიდერის გარეშე სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა.